Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ შენარჩუნდება.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოში ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება", – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული მთელი რიგი შეზღუდვები გაუქმდა, საქართველოში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
ამჟამად პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
ყველა ახალი ამბავი
0