სტუდენტები უკრაინიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლას დაჩქარებული წესით შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringer საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
მობილობისთვის საჭირო პროცედურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაჩქარებულ ვადებში გაუწევს ადმინისტრირებას.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან და ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, გადმოსვლას მობილობის დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოში ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით მიიღეს.
უწყების ინფორმაციით, განათლების სამინისტრო საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს.

„მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებას, კრედიტების აღიარებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და გამოხატონ სურვილი სწავლის გაგრძელების თაობაზე.
წყარო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0