ხელისუფლებამ უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე ლორთქიფანიძის დანიშვნას „დასანანი ფაქტი“ უწოდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
ოფიციალური თბილისი თავისი უკმაყოფილების გამოთქმას კიევისთვის არ აპირებს, რადგან ახლა „ამის დრო არ არის“.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი (გია) ლორთქიფანიძის დანიშვნა უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დასანანი ფაქტია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უკრაინის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ გენერალი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
საქართველოში ლორთქიფანიძე ბრალდებულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დახმარებაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოლახვის საქმეში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საიდან იციან, ვინ სად ინიშნება უკრაინაში და, მით უმეტეს, კონტრდაზვერვაში ვინ ინიშნება მოადგილედ? ეს ინფორმაცია რატომ აქვთ? თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია, რადგან ვიცით, რომ გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვაში.
„გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი საქართველოში სააკაშვილის შემოპარვით ქვეყნის არევის. როცა ადამიანი ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ კუთხით არანაირი კრიტიკა არ იქნება.
„აბსურდია“ – პაპუაშვილი ოპოზიციის ინიციატივაზე უკრაინასთან დაკავშირებით>>
„ახლა არ არის ამ საკითხზე საუბრისა და განხილვის მომენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ლორთქიფანიძის საქმე
საქართველოს პროკურატურამ ექს-ჩინოვნიკ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გეგმა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.
სექტემბრის შუა რიცხვებში ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა ამჯერად საქართველოში მყოფ ცომაიას და მას უკრაინაში წასვლა მოსთხოვა. 20 სექტემბერს ცომაია საკუთარი სატვირთოთი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.
26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ცომაიას კუთვნილი სატვირთოს სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემ VILNIUS-ზე შეიყვანეს.
პროკურატურა: სააკაშვილს საზღვრის კვეთაში გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა>>
28 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
გიორგი ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0