https://sputnik-georgia.com/20211210/prokuraturam-saakashvilis-saqmeze-devna-daiwyo-262748202.html
პროკურატურა: სააკაშვილს საზღვრის კვეთაში გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა
პროკურატურა: სააკაშვილს საზღვრის კვეთაში გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან... 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T11:12+0400
2021-12-10T11:12+0400
2021-12-10T18:15+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262455964_0:152:3072:1880_1920x0_80_0_0_cce71f3d91a56fb6c1f4ccbf33ef4249.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა ექს-პრეზიდენტის სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გეგმა.გამოძიების ცნობით, ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. სექტემბრის შუა რიცხვებში ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა ამჯერად საქართველოში მყოფ ცომაიას და მას უკრაინაში წასვლა მოსთხოვა. 20 სექტემბერს ცომაია საკუთარი სატვირთოთი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ცომაიას კუთვნილი სატვირთოს სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემ VILNIUS-ზე შეიყვანეს.28 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.გიორგი ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211209/lomjaria-saakasvilis-fsiqikur-mdgomareobas-specialistebi-seiswavlian-262739927.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262455964_0:91:2609:2048_1920x0_80_0_0_c3db50f1fcc275fb41dd6237768a65ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა ექს-პრეზიდენტის სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გეგმა.
გამოძიების ცნობით, ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. სექტემბრის შუა რიცხვებში ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა ამჯერად საქართველოში მყოფ ცომაიას და მას უკრაინაში წასვლა მოსთხოვა. 20 სექტემბერს ცომაია საკუთარი სატვირთოთი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.
26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ცომაიას კუთვნილი სატვირთოს სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემ VILNIUS-ზე შეიყვანეს.
28 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.
გიორგი ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.