ადგილობრივ ბიზნესმენებში ეროვნული ვალუტისადმი ნდობა იზრდება

© photo: Sputnik / Stringerასლარიანები
ასლარიანები - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
ლარის კურსის ცვლილებას უახლოეს ექვს თვეში არ ელოდება კომპანიების 46%, ხოლო 42% ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პროგნოზირებს.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა (5%-ით) იმ კომპანიების წილი, რომლებიც უახლოეს ნახევარ წელიწადში დოლარის მიმართ ლარის კურსის შემცირებას ელოდებიან, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევით ანგარიშში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის, ბანკებს, ავტოგასამართი სადგურების, აფთიაქების ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, კომუნიკაციების კომპანიებს, ასევე სუპერმარკეტების ქსელებს.
კვლევის თანახმად, კომპანიების 46% უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ლარის კურსის ცვლილებას არ ელოდება. წინა კვარტალში ასეთ აზრს გამოთქვამდა გამოკითხულთა 41%.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ელოდება კომპანიების 42%, ხოლო მის გამყარებას – მხოლოდ 12%, ნათქვამია ანგარიშში.
ამჟამად ლარის გაცვლითი კურსი 3,22 GEL/$1 დონეზე მერყეობს. სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
კობა გვენეტაძე: ბაზრის ნეგატიური მოლოდინები უკვე აისახა ლარის კურსზე>>
ლარის კურსმა გამყარება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო. 4 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსი ფსიქოლოგიური ნიშნულის ქვევით დაადგინა – ერთი დოლარი 3 ლარი. მაგრამ 23 თებერვლიდან ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო. ეს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინების გამო მოხდა. ამის მიუხედავად, ქართულმა ვალუტამ 11 მარტს გამყარება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0