https://sputnik-georgia.com/20220310/koba-gvenetaze-bazris-negatiuri-molodinebi-ukve-aisaxa-laris-kursze-265108211.html
კობა გვენეტაძე: ბაზრის ნეგატიური მოლოდინები უკვე აისახა ლარის კურსზე
კობა გვენეტაძე: ბაზრის ნეგატიური მოლოდინები უკვე აისახა ლარის კურსზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც მიმდინარე წლის ერთგვარი რეკორდია.
2022-03-10T00:07+0400
2022-03-10T00:07+0400
2022-03-10T00:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/73/232847377_86:155:801:557_1920x0_80_0_0_f5868b28c48e86addee0a7acd5acf0d1.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე პრაქტიკულად სრულად აისახა ბაზრის ნეგატიური მოლოდინები, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც მიმდინარე წლის ერთგვარი რეკორდია. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.მისი თქმით, ლარის მცურავი კურსის სისტემა თავის თავზე იღებს რისკებს და შოკის აბსორბციას ახდენს. ამასთან, გვენეტაძემ განმარტა, რომ აუქციონზე ვალუტის გაყიდვის სახით ჩატარებული ინტერვენციები ემსახურება ლარის კურსის კორექტირებას, მაგრამ არა მისი გაუფასურების შეჩერებას.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა და 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.მანამდე სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/73/232847377_187:149:731:557_1920x0_80_0_0_f0cfdcf5bd85da61d637c7891246de54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კობა გვენეტაძე ბაზარი მოლოდინები ლარის კურსი
კობა გვენეტაძე ბაზარი მოლოდინები ლარის კურსი
კობა გვენეტაძე: ბაზრის ნეგატიური მოლოდინები უკვე აისახა ლარის კურსზე
00:07 10.03.2022 (განახლებულია: 00:16 10.03.2022) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც მიმდინარე წლის ერთგვარი რეკორდია.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე პრაქტიკულად სრულად აისახა ბაზრის ნეგატიური მოლოდინები, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც მიმდინარე წლის ერთგვარი რეკორდია. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
„მოლოდინები, რომ გარკვეული დანაკლისი ექნება ეკონომიკას, აისახა გაცვლით კურსში. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე უკვე გარკვეულწილად სრულად არის ასახული. ამ დროს ყველაზე კარგია, რომ მოლოდინს ყველაზე კარგად უმკლავდება მცურავი გაცვლითი კურსი, ეს არის ე.წ. ავტომატური სტაბილიზატორი“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ლარის მცურავი კურსის სისტემა თავის თავზე იღებს რისკებს და შოკის აბსორბციას ახდენს. ამასთან, გვენეტაძემ განმარტა, რომ აუქციონზე ვალუტის გაყიდვის სახით ჩატარებული ინტერვენციები ემსახურება ლარის კურსის კორექტირებას, მაგრამ არა მისი გაუფასურების შეჩერებას.
„მაშინ, როდესაც ასეთი გაუფასურების მოლოდინია, შეუძლებელია ამასთან ბრძოლა, გარკვეულწილად უნდა მოხდეს ვალუტის კურსის კორექტირება. არის სიტუაცია, როდესაც ინტერვენცია აუცილებელია“, – განაცხადა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა და 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.
მანამდე სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.
სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.
ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.