მიხეილ ჩხენკელმა Horizon Europe-ის კონფერენცია გახსნა

© courtesy of Mikheil Chkhenkeliმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
Horizon Europe პროგრამაში ჩართვით საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პროგრამებით, პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
Horizon Europe არის პროგრამა, რომელიც წარმოადგენს გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაცია COST-ის („მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობა“) სრული წევრობისკენ.
ჩხენკელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა.
ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი დაფუძნდა>>
Horizon Europe-ის ოფისის დაფუძნება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს 95 მლრდ ევროს ბიუჯეტის მქონე ევროპულ პროგრამაში ჩართვას უზრუნველყოფს.
ამ შეთანხმებით საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პროგრამებით, პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

„ეს მოვლენა გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით“, – განაცხადა ჩხენკელმა.

კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროკომისიის, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ყველა ახალი ამბავი
0