ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი დაფუძნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსტუ-ს შენობა
სტუ-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
„ჰორიზონტი ევროპის“ ოფისის დაფუძნება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს 95 მლრდ ევროს ბიუჯეტის მქონე ევროპულ პროგრამაში ჩართვას უზრუნველყოფს
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დღეს საზეიმოდ დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი.
Horizon Europe არის პროგრამა, რომელიც წარმოადგენს გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაცია COST-ის („მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობა“) სრული წევრობისკენ.
„უნივერსიტეტისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ისტორიული პროექტი – ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირება, რომელსაც სულ ახლახან საზეიმოდ მოეწერა ხელი ბრიუსელში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ შეთანხმებით საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პროგრამებით, პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
„მსგავსი პროექტები საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად ქცევას ემსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს, სრულად მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს >>
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ადრე ცნობილი როგორც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1922 წელს დაარსდა. აქ პირველი ლექცია წაიკითხა ცნობილმა მათემატიკოსმა და პროფესორმა ანდრია რაზმაძემ. ამჟამინდელი სახელი და სტატუსი მას 1990 წელს მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0