საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerსტუ
სტუ - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა, ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ადრე ცნობილი როგორც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1922 წელს დაარსდა. აქ პირველი ლექცია წაიკითხა ცნობილმა მათემატიკოსმა და პროფესორმა ანდრია რაზმაძემ. ამჟამინდელი სახელი და სტატუსი მას 1990 წელს მიენიჭა.
„განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებაში.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც იუბილეს მიეძღვნა.
„ყველა მიღწევისა და წარმატების უკან თქვენი – მეცნიერების, პედაგოგების, სპეციალისტებისა და სტუდენტების დიდი შრომა დგას, და მომავალი წარმატებების უმთავრესი გარანტიც სწორედ თქვენ ხართ. და ბოლოს, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
© Sputnik / Alex Shlamovსტუ-ს პირველი კორპუსი
Грузинский Технический Университет 1 корпус  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
სტუ-ს პირველი კორპუსი
პრემიერის თქმით, უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდრო კავშირი მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სტუ ერთ-ერთ წამყვან და უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. ის მოიცავს 12 ფაკულტეტს, სადაც დაახლოებით 25 ათასი სტუდენტი სწავლობს. 2020 წლიდან უნივერსიტეტის რექტორის პოსტს დავით გურგენიძე იკავებს.
წყარო - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0