https://sputnik-georgia.com/20220317/martvis-mowmobis-asarebad-gamocdebi-qalaqis-qucebsi-catardeba-265292055.html
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდა ქალაქის ქუჩებში ჩატარდება
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდა ქალაქის ქუჩებში ჩატარდება
Sputnik საქართველო
ცვლილებები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდა. 17.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-17T15:23+0400
2022-03-17T15:23+0400
2022-03-17T20:02+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252615119_0:27:3501:1996_1920x0_80_0_0_129122fa27407fe53dce9966cdd12862.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2022 წლის 25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების B და BE კატეგორიის, ხოლო 7 ნოემბრიდან – ყველა სხვა კატეგორიის ტრანსპორტის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში, განაცხადა პარლამეტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.როგორც გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.ამჟამად ავტომობილის მართვის მოწმობის მსურველები მის მისაღებად ჯერ თეორიულ გამოცდას აბარებენ, ხოლო შემდეგ პრაქტიკულ გამოცდას საქართველოს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო მოედნებზე გადიან.ამასთან ერთად, 2021 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების სააგენტომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ახალი, AM-კატეგორიის - მოპედების მართვის მოწმობების გაცემა, რომელიც 28 მარტიდან სავალდებულო გახდება. ამავე თარიღიდან სავალდებულო ხდება მოპედების რეგისტრაციაც.მოპედის მართვის უფლების მოწმობის ასაღებად აუცილებელი იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აქვს მსუბუქი ავტომობილის ან სხვა ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა, მას მოპედის მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს.საქართველოში მოპედებისა და ველოსიპედებისთვის საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება>>ახალი AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად გასვლის დროს მოქალაქეები სრულად თავისუფლდებიან გამოცდის საფასურისგან.„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში დაუჭირა მხარი. ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252615119_400:0:3099:2024_1920x0_80_0_0_688952002ffc6144cf3db15471da5897.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, საზოგადოება
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდა ქალაქის ქუჩებში ჩატარდება
15:23 17.03.2022 (განახლებულია: 20:02 17.03.2022) ცვლილებები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2022 წლის 25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების B და BE კატეგორიის, ხოლო 7 ნოემბრიდან – ყველა სხვა კატეგორიის ტრანსპორტის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში, განაცხადა პარლამეტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.
ამჟამად ავტომობილის მართვის მოწმობის მსურველები მის მისაღებად ჯერ თეორიულ გამოცდას აბარებენ, ხოლო შემდეგ პრაქტიკულ გამოცდას საქართველოს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო მოედნებზე გადიან.
ამასთან ერთად, 2021 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების სააგენტომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ახალი, AM-კატეგორიის - მოპედების მართვის მოწმობების გაცემა, რომელიც 28 მარტიდან სავალდებულო გახდება. ამავე თარიღიდან სავალდებულო ხდება მოპედების რეგისტრაციაც.
მოპედის მძღოლები და კიდულძრავიანი ველოსიპედის მფლობელები ვალდებული იქნებიან დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
მოპედის მართვის უფლების მოწმობის ასაღებად აუცილებელი იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აქვს მსუბუქი ავტომობილის ან სხვა ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა, მას მოპედის მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს.
ახალი AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად გასვლის დროს მოქალაქეები სრულად თავისუფლდებიან გამოცდის საფასურისგან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში დაუჭირა მხარი. ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.