https://sputnik-georgia.com/20211117/mopedebisa-da-velosipedebistvis-mozraobis-axali-wesebi-amoqmeddeba-262142777.html
საქართველოში მოპედებისა და ველოსიპედებისთვის საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება
საქართველოში მოპედებისა და ველოსიპედებისთვის საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება
Sputnik საქართველო
მოპედის მძღოლები და კიდულძრავიანი ველოსიპედის მფლობელები ვალდებული იქნებიან დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T13:18+0400
2021-11-17T13:18+0400
2021-11-17T17:59+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991133_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_b8fe085790c9cb586fb2919769a49e15.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად ახლო მომავალში მძღოლებს რიგი სიახლეები ელოდებათ.ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.შეზღუდვები ასაკის მიხედვითსიახლის თანახმად, მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის მართვის მოწმობის აღებას 18 წელს ზემოთ პირები შეძლებენ. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ 18 წლამდე პირები მხოლოდ მოპედის, მსუბუქი მოტოციკლის, ტრაქტორის და კვადროციკლის მართვას შეძლებენ. ამასთან, მართვის უფლების მოპოვებას ისინი შეძლებენ მხოლოდ გამოცდის ჩაბარებისა და ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობის შემდეგ.საქართველოში მოპედის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან, მსუბუქი მოტოციკლის კი 17 წლიდან არის შესაძლებელი.რეგულაციები მოპედებისა და კიდულძრავიანი ველოსიპედებისთვისცვლილებების თანახმად, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება და მათზე იგივე წესები გავრცელდება, რაც მოტოციკლებზე.მოპედის მართვის უფლების მოწმობის ასაღებად აუცილებელი იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.გარდა ამისა, ამოქმედდება საგზაო მოძრაობის წესები კიდულძრავიანი ველოსიპედებისთვის. მათ აეკრძალებათ ველობილიკიდან გადასვლა ან გზის პირზე მოძრაობა. ამასთან, აკრძალული იქნება ბუქსირით სხვა ველოსიპედის გადაყვანა. საქართველოში კიდულძრავიანი ველოსიპედების მფლობელებს ეკრძალებათ მგზავრების გადაყვანა, გარდა 7 წლამდე ბავშვებისა, თუ მათი სატრანსპორტო საშუალება არ არის აღჭურვილი დამატებითი სავარძლით.კიდულძრავიანი ველოსიპედით ან მოპედით მოძრაობისას აუცილებელი იქნება მოტოჩაფხუტის გამოყენება. მის გარეშე გადაადგილება ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით.რაც შეეხება კიდულძრავიანი ველოსიპედის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას, იგი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ნარკოტიკული თრობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების მართვა კი ექვემდებარება პირის დაჯარიმებას 1,5 ლარით.
https://sputnik-georgia.com/20211116/qalaqshi-realur-pirobebshi-martvis-mowmoba-262120508.html
https://sputnik-georgia.com/20211107/sagzao-mozraobis-romel-wesebs-arrveven-saqartvelosi-yvelaze-xsirad-top-xuteuli-261850615.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991133_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_246e22454e9ccbd9640046adaad1b950.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში მოპედებისა და ველოსიპედებისთვის საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება
13:18 17.11.2021 (განახლებულია: 17:59 17.11.2021) მოპედის მძღოლები და კიდულძრავიანი ველოსიპედის მფლობელები ვალდებული იქნებიან დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან
ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად ახლო მომავალში მძღოლებს რიგი სიახლეები ელოდებათ.
ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
შეზღუდვები ასაკის მიხედვით
სიახლის თანახმად, მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის მართვის მოწმობის აღებას 18 წელს ზემოთ პირები შეძლებენ.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ 18 წლამდე პირები მხოლოდ მოპედის, მსუბუქი მოტოციკლის, ტრაქტორის და კვადროციკლის მართვას შეძლებენ. ამასთან, მართვის უფლების მოპოვებას ისინი შეძლებენ მხოლოდ გამოცდის ჩაბარებისა და ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობის შემდეგ.
საქართველოში მოპედის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან, მსუბუქი მოტოციკლის კი 17 წლიდან არის შესაძლებელი.
რეგულაციები მოპედებისა და კიდულძრავიანი ველოსიპედებისთვის
ცვლილებების თანახმად, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება და მათზე იგივე წესები გავრცელდება, რაც მოტოციკლებზე.
მოპედის მართვის უფლების მოწმობის ასაღებად აუცილებელი იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.
გარდა ამისა, ამოქმედდება საგზაო მოძრაობის წესები კიდულძრავიანი ველოსიპედებისთვის. მათ აეკრძალებათ ველობილიკიდან გადასვლა ან გზის პირზე მოძრაობა. ამასთან, აკრძალული იქნება ბუქსირით სხვა ველოსიპედის გადაყვანა.
საქართველოში კიდულძრავიანი ველოსიპედების მფლობელებს ეკრძალებათ მგზავრების გადაყვანა, გარდა 7 წლამდე ბავშვებისა, თუ მათი სატრანსპორტო საშუალება არ არის აღჭურვილი დამატებითი სავარძლით.
კიდულძრავიანი ველოსიპედით ან მოპედით მოძრაობისას აუცილებელი იქნება მოტოჩაფხუტის გამოყენება. მის გარეშე გადაადგილება ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება კიდულძრავიანი ველოსიპედის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას, იგი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ნარკოტიკული თრობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების მართვა კი ექვემდებარება პირის დაჯარიმებას 1,5 ლარით.