საგზაო მოძრაობის რომელ წესებს არღვევენ ყველაზე ხშირად საქართველოში: ტოპ-ხუთეული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliყაზბეგის ქუჩა
ყაზბეგის ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
გამოწერა
სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 39 მძღოლს, საიდანაც მართვის უფლების აღდგენა გამოცდის ჩაბარებით მხოლოდ ერთმა შეძლო.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის პირველ 9 თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 2.409.249 ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს

1. სიჩქარის გადაჭარბება

ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 688.010 ჯარიმა - 50 ლარი.

2. პარკირების წესების იგნორირება

მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2021 წლის სამ კვარტალში გამოიწერა 421.947 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა

მესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 386.493 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.

4. ტექდათვალიერების არარსებობა

მეოთხე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 368.592 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.

5. უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა

მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 108.065 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.

ვიდეოჯარიმები და ქულები

დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 58,8 მილიონი ლარის ოდენობით 1.768.478 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 77 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 237.419 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 39 მძღოლს, საიდანაც მართვის უფლების აღდგენა გამოცდის ჩაბარებით მხოლოდ ერთმა შეძლო.
ყველა ახალი ამბავი
0