https://sputnik-georgia.com/20220317/danasaultan-brzola-usafrtxoeba-gzebze-gomelauris-angarisi-parlamentsi-265297204.html
დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოება გზებზე და რეფორმები - გომელაურის ანგარიში
დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოება გზებზე და რეფორმები - გომელაურის ანგარიში
Sputnik საქართველო
„მინისტრის საათის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა. 17.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-17T17:47+0400
2022-03-17T17:47+0400
2022-03-17T21:09+0400
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249623500_0:58:1280:778_1920x0_80_0_0_3199fa1f11f821977078334bdbd969a8.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. სიახლეები გზებზე უსაფრთხოების მიმართულებით, ბრძოლა დანაშაულთან, რეფორმები და სხვა საკითხები იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოსვლის მთავარი თემები.Sputnik–საქართველო გთავაზობთ მინისტრის ანგარიშის მთავარ თეზისებს, რომლებიც მან პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოადგინა.უსაფრთხოება გზებზეგომელაურის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა გზებზე უსაფრთხოება იყო. განსაკუთრებით ეს თემა შაბათს იმერეთში საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომლის ავტოავარიის შედეგად დაღუპვის შემდეგ გამძაფრდა. 2021 წელს 5,6 ათას ავტოსაგზაო შემთხვევას 449 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 7.705 ადამიანი.მინისტრის თქმით, მისი უწყება ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს: გზებზე მონტაჟდება ახალი კამერები, შეიქმნა რუკა, რომელიც გზების ყველაზე საშიშ მონაკვეთებს ავლენს, ასევე იგეგმება პატრულირების ზონების გაფართოება.ამას გარდა, მინისტრის თქმით, გზებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი იქნება მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ახალი წესით ჩატარება.მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდა ქალაქის ქუჩებში ჩატარდება>>კერძოდ, 2022 წლის 25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების B და BE კატეგორიის, ხოლო 7 ნოემბრიდან – ყველა სხვა კატეგორიის ტრანსპორტის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში.სიახლე ავტომობილისტებისთვისმინისტრმა ავტომობილისტებისთვის სიახლე დააანონსა.„შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრების შეცვლა მობილური აპლიკაციით, სააგენტოში გამოცხადების გარეშე. დისტანციურად აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: ექსპორტი, რეექსპორტი და სხვ. ასევე რეგისტრაცია, მათ შორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა გომელაურმა.დანაშაულთან ბრძოლათავისი მუშაობის მთავარ მიმართულებად შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულთან ბრძოლა დაასახელა. ამ საკითხში პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მან აღნიშნა ბრძოლა კრიმინალურ სამყაროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან.მინისტრის მონაცემებით, კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფარგლებში 2021 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ორი „კანონიერი ქურდი“, ხოლო ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის – 75 ადამიანი.გარდა ამისა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში დააკავეს 22 ადამიანი, რომლებიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, ხოლო ქვეყნის საზღვრებზე ამოღებულია ინტერპოლით ძებნილი 53 ავტომობილი.კიდევ ერთ მიღწევად გომელაურმა დაასახელა საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ევროპულ ოპერაციებში უწყების ატაშეს მეშვეობით. საქართველო ასეთ 12 ოპერაციაში მონაწილეობდა. შედეგად დააკავეს 92 ადამიანი, ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდი.არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა გომელაურმა კიბერდანაშაულთან ბრძოლა – 2021 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 136 კიბერდამნაშავე მისცეს.უწყების რეკორდიდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მინისტრმა ნარკოტიკების გაყიდვასთან ბრძოლა დაასახელა.„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 პირი“, – განაცხადა გომელაურმა.მისი თქმით, პასუხისგებაშია მიცემული ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 22 პირი და დაიხურა 8 ინტერნეტ-სარეალიზაციო მაღაზია.რეფორმების გაგრძელებაგომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას.მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდა პოლიციის თანამშრომლების სრული გადაიარაღება, უწყებაში გაჩნდა კრიმინალისტიკის ორი ახალი ლაბორატორია.მინისტრის თქმით, 2021 წელს პოლიციის განყოფილებებისთვის და შსს-ს სისტემაში შემავალი სხვა უწყებებისთვის ახალი შენობები აშენდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249623500_84:0:1197:835_1920x0_80_0_0_6e19084d3109b7bfe29e3b1cf23180fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოება გზებზე და რეფორმები - გომელაურის ანგარიში
17:47 17.03.2022 (განახლებულია: 21:09 17.03.2022) „მინისტრის საათის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. სიახლეები გზებზე უსაფრთხოების მიმართულებით, ბრძოლა დანაშაულთან, რეფორმები და სხვა საკითხები იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოსვლის მთავარი თემები.
Sputnik–საქართველო გთავაზობთ მინისტრის ანგარიშის მთავარ თეზისებს, რომლებიც მან პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოადგინა.
გომელაურის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა გზებზე უსაფრთხოება იყო. განსაკუთრებით ეს თემა შაბათს იმერეთში საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომლის ავტოავარიის შედეგად დაღუპვის შემდეგ გამძაფრდა. 2021 წელს 5,6 ათას ავტოსაგზაო შემთხვევას 449 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 7.705 ადამიანი.
მინისტრის თქმით, მისი უწყება ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს: გზებზე მონტაჟდება ახალი კამერები, შეიქმნა რუკა, რომელიც გზების ყველაზე საშიშ მონაკვეთებს ავლენს, ასევე იგეგმება პატრულირების ზონების გაფართოება.
„საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით უახლოეს პერიოდში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი გაფართოვდება და მოიცავს ქუთაისის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის ისეთ მონაკვეთებს, სადაც ამ დრომდე არ მიმდინარეობდა პატრულირება“, – განაცხადა გომელაურმა.
ამას გარდა, მინისტრის თქმით, გზებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი იქნება მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ახალი წესით ჩატარება.
კერძოდ, 2022 წლის 25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების B და BE კატეგორიის, ხოლო 7 ნოემბრიდან – ყველა სხვა კატეგორიის ტრანსპორტის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში.
სიახლე ავტომობილისტებისთვის
მინისტრმა ავტომობილისტებისთვის სიახლე დააანონსა.
„შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრების შეცვლა მობილური აპლიკაციით, სააგენტოში გამოცხადების გარეშე. დისტანციურად აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: ექსპორტი, რეექსპორტი და სხვ. ასევე რეგისტრაცია, მათ შორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა გომელაურმა.
თავისი მუშაობის მთავარ მიმართულებად შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულთან ბრძოლა დაასახელა. ამ საკითხში პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მან აღნიშნა ბრძოლა კრიმინალურ სამყაროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან.
მინისტრის მონაცემებით, კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფარგლებში 2021 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ორი „კანონიერი ქურდი“, ხოლო ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის – 75 ადამიანი.
გარდა ამისა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში დააკავეს 22 ადამიანი, რომლებიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, ხოლო ქვეყნის საზღვრებზე ამოღებულია ინტერპოლით ძებნილი 53 ავტომობილი.
კიდევ ერთ მიღწევად გომელაურმა დაასახელა საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ევროპულ ოპერაციებში უწყების ატაშეს მეშვეობით. საქართველო ასეთ 12 ოპერაციაში მონაწილეობდა. შედეგად დააკავეს 92 ადამიანი, ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდი.
არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა გომელაურმა კიბერდანაშაულთან ბრძოლა – 2021 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 136 კიბერდამნაშავე მისცეს.
დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მინისტრმა ნარკოტიკების გაყიდვასთან ბრძოლა დაასახელა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 პირი“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, პასუხისგებაშია მიცემული ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 22 პირი და დაიხურა 8 ინტერნეტ-სარეალიზაციო მაღაზია.
გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას.
„2022 წელს გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. მთავარი პრიორიტეტი იქნება: კრიმინალური პოლიციის რეფორმის სწორად, დაგეგმილ ვადებში ეფექტიანად განხორციელება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის გაძლიერება“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდა პოლიციის თანამშრომლების სრული გადაიარაღება, უწყებაში გაჩნდა კრიმინალისტიკის ორი ახალი ლაბორატორია.
მინისტრის თქმით, 2021 წელს პოლიციის განყოფილებებისთვის და შსს-ს სისტემაში შემავალი სხვა უწყებებისთვის ახალი შენობები აშენდა.