https://sputnik-georgia.com/20220316/parlamentma-kanonshi-cvlilebebi-miigo-265270242.html
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
Sputnik საქართველო
ცვლილება ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და განვითარებას. 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T18:37+0400
2022-03-16T18:37+0400
2022-03-16T21:49+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებები, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.პლენარულ ხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ წარადგინა.მისი განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციაა (აკრედიტაციის გავლის პროცესი დარგის მიხედვით ერთად ხდება ყველა საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).„აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში“, – აღნიშნულია განცხადებაში. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება>>>გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდება სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს.ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და განვითარებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან ჰარმონიზაციას.წყარო: საქართველოს პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
18:37 16.03.2022 (განახლებულია: 21:49 16.03.2022) ცვლილება ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და განვითარებას.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებები, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პლენარულ ხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციაა (აკრედიტაციის გავლის პროცესი დარგის მიხედვით ერთად ხდება ყველა საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
„აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდება სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს.
ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და განვითარებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან ჰარმონიზაციას.