https://sputnik-georgia.com/20220217/programebis-akreditaciis-wesi-icvleba-264517170.html
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება
Sputnik საქართველო
ცვლილება ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მუდმივი განახლებასა და განვითარებას.
2022-02-17T12:11+0400
2022-02-17T12:11+0400
2022-02-17T19:33+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24446/53/244465317_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c6fdc908725ffd4da60704d9d7847565.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.16 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ წარადგინა.მისი განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციაა (აკრედიტაციის გავლის პროცესი დარგის მიხედვით ერთად ხდება ყველა საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა იმ დადებით მხარეებზე, რასაც აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს. მისი თქმით, კლასტერული აკრედიტაციის მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში.გობრონიძის თქმით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და განვითარებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან ჰარმონიზაციას.წყარო: საქართველოს პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24446/53/244465317_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_61e50eb116ea6a5c71c604d94e0138cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი აკრედიტაციის წესი განათლების სამინისტრო
საქართველო პარლამენტი აკრედიტაციის წესი განათლების სამინისტრო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება
12:11 17.02.2022 (განახლებულია: 19:33 17.02.2022) ცვლილება ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და განვითარებას.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
16 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციაა (აკრედიტაციის გავლის პროცესი დარგის მიხედვით ერთად ხდება ყველა საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
„მოქმედი რეგულაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია აკრედიტაციის განაცხადს წარადგენს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე. ცვლილებების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა და უფლებამოსილება, სააკრედიტაციოდ წარმოადგინონ პროგრამის შინაარსის, სწავლის მიზნების და შედეგების ნიშნით ერთ კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები", – განაცხადა გობრონიძემ.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა იმ დადებით მხარეებზე, რასაც აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს. მისი თქმით, კლასტერული აკრედიტაციის მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში.
გობრონიძის თქმით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და განვითარებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან ჰარმონიზაციას.