დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 მარტი

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 16 მარტია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
იდეებს, რომლებიც დღეს გაგიჩნდებათ, ყურადღება მიაქციეთ, თუნდაც ძალიან საეჭვო გეჩვენოთ. ძალიან ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა ადამიანებს შორის. შესაძლებელია როგორც მეგობრული, ისე რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. თუ ცვლილებები გინდათ პირად ცხოვრებაში, გამოიჩინეთ ინიციატივა – ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 მარტი>>
ვერძი: გჯეროდეთ საკუთარი თავის და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ხართ ძალზე მომხიბლავი. ეს დღეს ბევრი რამის მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, შეხვედრა. გაჩნდებიან ახალი მოკავშირეები, ნამდვილი მეგობრები. დღის მეორე ნახევარი მშფოთვარედ ჩაივლის, რადგან ბევრი საქმე გექნებათ.
ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2018
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: ეცადეთ, გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე მოგცემთ. სამუშაო ამოცანების გადაწყვეტაში გამოცდილება დაგეხმარებათ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად დაამყარებთ კონტაქტს ახალ ნაცნობებთან. საღამო კარგი დროა გეგმებისა და იდეების განსახილველად.
ტყუპი: იმოქმედეთ მტკიცედ. დღეს ბევრი რამ გამოგივათ კარგად. წარმატებების მიღწევის შანსი მაღალია. გამოიჩინეთ ინიციატივა სამუშაოზე. პრობლემები არ გექნებათ არც პირად ურთიერთობებში. ახლობლები, საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან. თუ ვინმესთან უთანხმოებები გქონდათ, დღეს შესანიშნავი დღეა ამის მოსაგვარებლად.
კირჩხიბი: მოუსმინეთ ინტუიციას. ის გიკარნახებთ დღეს, რაზე უნდა გაამახვილოთ პირველ რიგში ყურადღება. ახლობლებს შესაძლოა თქვენი მხარაჭერა დასჭირდეთ. ეცადეთ, უარი არ უთხრათ მათ დახმარებაზე. დღის მეორე ნახევარში გექნებათ ძველ ნაცნობებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ურთიერთობა ძალზე სასიამოვნოდ ჩაივლის.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2018
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღის დასაწყისში ზედმეტ მღელვარებას მოერიდეთ; გააკეთეთ ჩვეული საქმეები. ახალ საქმეებში გარკვევა გაგიჭირდებათ. ვითარება თანდათანობით შეიცვლება. სერიოზულად მოეკიდეთ ფინანსურ საკითხებს. არ ღირს გარიგებების დადება და საყიდლებზე წასვლა. გაგახარებთ სასიკეთო ცვლილებები პირად ურთიერთობებში.
ქალწული: განიხილეთ სერიოზული სამუშაო საკითხები. დღეს ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. არაა გამორიცხული საინტერესო საქმიანი წინადადების მიღება. იღბლიანად გადაწყდება ფინანსური საკითხები. შესაძლებელია რომანტიკული ისტორიის დაწყება. ურთიერთობები დროთა განმავლობაში, აუჩქარებლად განვითარდება.
სასწორი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ბოლო მოუღოთ დიდი ხნის კონფლიქტებს, მოაგვაროთ დაძაბული ურთიერთობები. ძველი მეტოქეები შეიძლება თქვენი მოკავშირეები გახდნენ. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ. თუ შესაძლებელია, მოშორდით საზრუნავს და დაისვენეთ, გაერთეთ მეგობრებთან ერთად.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
მორიელი: შეუდექით რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს. გექნებათ შანსი, რომ მათ შესანიშნავად გაუმკლავდეთ. მოქმედება მარტოს არ მოგიწევთ, გამოჩნდებიან დამხმარეები. დღის პირველ ნახევარში, დიდი ალბათობით, ორომტრიალს თავს ვერ ააცილებთ, მაგრამ მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. შეძლებთ ძალების აღდგენას.
მშვილდოსანი: შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს, არ დამალოთ თქვენი სიმპათია, გამოიჩინეთ ინიციატივა პირად ურთიერთობებში. ხართ ძალზე მომხიბლავი. კარგად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები – დაგეგმილიცა და დაუგეგმავიც. შესაძლებელია თანხის მიღება. ზოგიერთი თქვენგანი ძალიან სასიხარულო ამბავს გაიგებს.
თხის რქა: სანამ გეგმებს დააწყობთ და მოქმედებას დაიწყებთ, ვითარება შეაფასეთ. არ აჰყვეთ ილუზიებს, არამედ დაინახეთ თქვენ წინაშე არსებული შესაძლებლობები. შეიძლება გაგიჭირდეთ დოკუმენტებთან მუშაობა. ეს ძალიან დაგღლით. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ძალზე ხელსაყრელი დღეა.
ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ
მერწყული: შესანიშნავი დღეა რამე ახლის სწავლისთვის. დღეს მიღებული ცოდნა მალე გამოგადგებათ. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო სამუშაო შემოგთავაზონ. ყურადღება დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, გადაჭერით ოჯახის წევრების პრობლემები. შეგიძლიათ უთანხმოებების მოგვარება.
თევზები: მოუსმინეთ საკუთარ თავს. ინტუიცია დღეს განსაკუთრებულად გამახვილებული გექნებათ. მისი წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. გარშემომყოფებთან შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, უთანხმოებები, მაგრამ კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0