დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 მარტი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 15 მარტია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ეს დღე, ერთი მხრივ, დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ და მეორე მხრივ – სიზარმაცეს. მუშაობა აპათიას გამოიწვევს, თუმცა ყველაფერი იოლად გამოვა. თუ შეძლებთ მობილიზებას, მაშინ ეს დღე არასტანდარტული, შემოქმედებითი გადაწყვეტილებების დრო გახდება. სიყვარულის სფეროში საყვარელ ადამიანთან დროის მყუდროდ გატარების სურვილი იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 მარტი>>
ვერძი: შესანიშნავ დიპლომატიურ უნარებს გამოავლენთ. სურვილის შემთხვევაში საერთო ენას გამონახავთ ნებისმიერთან. თუ ვინმესთან დელიკატური კითხვები ან პრეტენზიები დაგიგროვდათ, ნუ გადადებთ საუბარს. დღეს შეძლებთ, რომ საკუთარი აზრები და გრძნობები თანამოსაუბრემდე მიიტანოთ და დიდია შანსი, რომ ის სწორად გაგიგებთ.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
კურო: ძალიან გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, თუმცა ამაზე რთული იქნება რამე საქმის დაწყება – ხართ მოდუნებული, გონებაგაფანტული. თუ თქვენი ჩარევა გახდა საჭირო, მზად ხართ საქმე უსასრულობამდე გააჭიანუროთ. ვარსკვლავები კარგად დასვენებას გირჩევენ, რათა აღიდგინოთ როგორ ფიზიკური, ისე სულიერი ძალები.
ტყუპი: დიდი ალბათობით, კმაყოფილი დარჩებით საქმეების განვითარებით. მოვლენები ისე წავა, როგორც დაგეგმილი გაქვთ. ამას გარდა, არაა გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, ბედის საჩუქრები, როგორიცაა მოულოდნელი პრემია, იღბლიანი ნაცნობობა, ქათინაურები... მოკლედ რომ ვთქვათ, საწუწუნო არაფერი გექნებათ.
კირჩხიბი: რაღაც საკითხში, შესაძლოა, არ გეყოთ გამოცდილება ან ცოდნა. ეს შეიძლება პირად ცხოვრებასაც ეხებოდეს და სამუშაოსაც, ასევე ურთიერთობებს. თუ არ აღიარებთ, რომ ცოდნა არ გყოფნით საკითხის გადასაჭრელად, შეცდომების დაშვებით რისკავთ. ერთადერთი სწორი გზაა, იკითხოთ რჩევა სპეციალისტებთან, გარშემომყოფებთან
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: საქმეები იღბლიანად აეწყობა, თუნდაც დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინოთ. ეს ერთ–ერთი იმ იშვიათ დღეთაგანია, როდესაც თქვენი სურვილები თქვენს შესაძლებლობებს დაემთხვევა. არაა გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზი, რომანტიკული შეხვედრა, თანხის მიღება. კარგი დღეა საპასუხისმგებლო საუბრისთვის.
ქალწული: არცთუ საუკეთესო დღეა სწავლის, გონებრივი მუშაობისა და დაგეგმვისთვის. მოსალოდნელია ბევრი შეცდომის დაშვება. თუ მაინც მოგიწევთ გონებრივი სამუშაოს შესრულება, სჯობს, ის გარკვეულ დრომდე არავის აჩვენოთ და მით უმეტეს, არ დაიწყოთ გეგმების ცხოვრებაში რეალიზება. დიდი ალბათობით, ეს გეგმები რეალობისგან ძალიან შორს დგას.
სასწორი: პრაქტიკულად, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ იმისთვის, რომ გარშემომყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ.სამუშაოზე, ბიზნესში, მეგობრობაში და სიყვარულში თქვენზე დიდი მოთხოვნა იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, განამტკიცოთ კავშირები, შეიძინოთ ახალი მოკავშირეები. შეგიძლიათ, საჭირო შედეგის იმედი გქონდეთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
მორიელი: დღევანდელი დღე, სჯობს, ყველაზე რთული ამოცანების მოფიქრებასა და სამომავლო გეგმების დაწყობას მიუძღვნათ – ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. პროექტების რეალიზაცია კი დროებით უნდა გადადოთ. დღეს ანალიზი და რთული სქემების აწყობა, პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა ყველაზე კარგად შეგიძლიათ.
მშვილდოსანი: დიდ წარმატებას მოგიტანთ გარშემომყოფებთან თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოქმედება, მაგრამ გუნდთან ერთად საუკეთესო შედეგს მიიღებთ. დღეს ყველაზე კარგს ირგვლივ მყოფებისგან ელოდეთ. ისინი მოგცემენ საუკეთესო რჩევას, იდეას და პოზიტიურ სიახლეს შეგატყობინებენ.
თხის რქა: საქმეებში წარმატება გელოდებათ, თუმცა ამაში „დამნაშავე“ იქნება არა იღბალი, არამედ თქვენი მოწადინება, სიმტკიცე, აქტიურობა და უამრავი თვისება, რაც გადაგალახვინებთ ბარიერებს და გამარჯვებას მოგიტანთ. შეგიძლიათ ყველაზე ჩახლართული საქმეებიც კი დაძლიოთ, რადგან გეცოდინებათ პასუხი ორ კითხვაზე – რა უნდა გააკეთოთ და როგორ.
ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
მერწყული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის ბარიერები შეიძლება გაჩნდეს. საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილი გგონიათ, შეიძლება მოულოდნელი მხრიდან წამოტივტივდეს და ახალი ძალისხმევა დაგჭირდეთ მათ გადასაჭრელად. მოგიწევთ მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა ყველაფრის მოსაგვარებლად.
თევზები: თუ რამე არ გამოგივათ, ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით. გაქვთ კარგი შესაძლებლობები, თუმცა, შესაძლოა, არ გამოიყენოთ ისინი და გვერდით ჩაუაროთ. ამას გარდა, არის ალბათობა, რომ ძველი შეცდომები გაიმეოროთ. დღემ რომ პროდუქტიულად ჩაიაროს, არ უნდა მოდუნდეთ. იყავით ყურადღებით და განეწყვეთ პოზიტიურად.
ყველა ახალი ამბავი
0