რა ანგრევს ქალის სექსუალურ ენერგიას და როგორ შეიძლება მისი აღდგენა
12:13 15.03.2022 (განახლებულია: 18:37 15.03.2022)
© Pixabay / JillWellingtonქალი მინდორში
© Pixabay / JillWellington
გამოწერა
ინტიმური ურთიერთობებისას თქვენი აურის ენერგია სხვა ადამიანის ენერგიას ერწყმის. ეს მძლავრი შერწყმა, იმისდა მიუხედავად, რამდენად მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ მიიჩნევთ თქვენ ამ კონტაქტს, თანმდევ სულიერ კვალს ტოვებს.
რაც უფრო მეტჯერ გაქვთ ინტიმური ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანთან, მით უფრო მეტად ეჯაჭვება სხვისი აურები თქვენს აურას. ახლა წარმოიდგინეთ იმ ადამიანის აურის ცვალებადობა და შეუსაბამობა, რომელიც ამ მრავალრიცხოვანი ენერგეტიკული ნამსხვრევების მატარებელია.
ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ეს მოუწესრიგებელი ძალა განდევნის დადებით ენერგიას და ცხოვრებაში უფრო ნეგატიურ ენერგიას იზიდავს.
ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობები სექსუალური ენერგიის ურთიერთგაცვლაზეა აგებული.
ქალი დედამიწის ენერგიას იღებს, მამაკაცი – კოსმოსის ენერგიას.
წყვილში, რომელიც მიმართულია ხანგრძლივ და სრულფასოვან კავშირზე, დედამიწისა და კოსმოსის ენერგიის შერწყმა ქმნის ჰარმონიას, იძლევა ძალებს თითოეული პარტნიორისთვის.
როგორ გროვდება, იხარჯება და აღდგება სექსუალური ენერგია მამაკაცებსა და ქალებში?
როგორ ურთიერთმოქმედებს მამაკაცური და ქალური ენერგიები
სექსუალური ენერგია - ეს ინისა და იანის ენერგიაა, მამაკაცისა და ქალის. და მათი ურთიერთქმედება - მამაკაცური და ქალური საწყისების ურთიერთქმედება. ეს ურთიერთქმედება ნებისმიერ გარედან შესულ ენერგიას სექსუალურ ენერგიად გარდაქმნის.
სექსუალური ენერგია, თავის მხრივ, ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს - მის შრომისუნარიანობაზე, ორგანიზმის შინაგანი ფუნქციების მუშაობაზე, ანუ ორგანოების მუშაობაზე, განსაკუთრებით, სქესობრივი ორგანოების...
ადამიანის ენერგოსისტემას გარეგანი და შინაგანი გარსი აქვს. გარეგანი გარსი სხვა ადამიანის ენერგოსისტემასთან ურთიერთქმედებს. თუ საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის ურთიერთინტერესი ჩნდება, ამ ორი ენერგეტიკის კონტაქტი ხდება და თუ ეს რამე ვიბრაციას ემთხვევა, ჩნდება სიმპათია, ხოლო შემდეგ - სიყვარულიც.

როდესაც მამაკაცისა და ქალის სურვილები ემთხვევა, ჩნდება კონტაქტი და ენერგიების ურთიერთგაცვლა მათ შორის. ეს უფრო ხშირად ხდება ცირკულაციის სახით, ანუ სექსუალური კონტაქტისას მამაკაცი გასცემს ენერგიას, ქალი იღებს მას, მიმდინარეობს თავისებური დამუშავება ენერგეტიკულ დონეზე და ემოციური თვალსაზრისით.
როდესაც მყარდება სტაბილური ურთიერთობები, ეს ნაყოფიერად აისახება იმაზე, რომ მათ ყველაფერი კარგად აქვთ პირადი თვალსაზრისით, ანუ არის პიროვნული ზრდა. საქმეებშიც ყველაფერი კარგად ეწყობა, ასევე სექსში, ორივე იღებს კმაყოფილებას, რადგან მიმდინარეობს ასეთი ჰარმონიული ურთიერთგაცვლა.

სექსუალური ენერგიის გაცვლა მამაკაცსა და ქალს შორის
მამაკაცისა და ქალის ენერგიას, კერძოდ სექსუალურს, აქვს ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ ნაწილებში დაგროვების თვისება. ქალი სექსუალურ ენერგიას საშვილოსნოს მიდამოებში აგროვებს და ეს, უმეტესად, მიწის ენერგიაა, რომელიც მატერიალურ, ფიზიკურ დონეზე კარგად აისახება იმაზე, რომ ენერგია დაგროვდეს.
როგორც აღვნიშნეთ, მამაკაცი ენერგიას კოსმოსიდან იღებს, ანუ ზევიდან ქვევით, ხოლო ქალი - ქვევიდან, მიწიდან - ზევით. ქალისა და მამაკაცის სხეულის სტრუქტურას რომ დავაკვირდეთ, მამაკაცის სხეული ჰგავს სამკუთხედს ზედა განიერი ფორმით - ფართო მხრები და ქვევით ვიწროვდება, ანუ ენერგიას ის ზევით აგროვებს. ქალის სხეული კი ქვევით განივრდება, ამიტომ ენერგია დედამიწიდან მოდის.

ეს ბუნების კანონია, ასე შეიქმნა ქალისა და მამაკაცის ორგანიზმი და ამას აზრობრივი დატვირთვა აქვს, როგორც შედეგი, ენერგიის დაგროვება ამაზეა დამოკიდებული. საშვილოსნოს არეში დაგროვებული სექსუალური ენერგიის აღდგენა ხდება თავისთავად და ასევე როდესაც მამაკაცი გასცემს რამეს მატერიალურ დონეზე. მაგალითად, გამოიმუშავებს ფულს, იცავს ქალს, უზრუნველყოფს მას სახლით, სიმყუდროვით. ასევე უზრუნველყოფს ქალი მამაკაცს სიმყუდროვით. ქალიც აძლევს მამაკაცს ენერგიას, რაც ხელს უწყობს იმას, რომ კაცს საქმეებში გაუმართლოს, იმუშაოს, ააწყოს რამე ბიზნესი, კარიერა. თუ ყველაფერი წარმატებით იქნება, მამაკაცი ქალს ამ ენერგიას მატერიალურ დონეზე უბრუნებს. ხდება ასეთი ურთიერთგაცვლა.
რატომ იცლება ქალი პარტნიორების ხშირი ცვლის გამო?
ვითარებაში, როდესაც ქალს არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი, ერთი მამაკაციდან მეორეზე გადადის, ხშირად იცვლის მათ, ხდება ისე, რომ ის გასცემს ენერგიას, მამაკაცი კი იღებს ამ ენერგიას, მაგრამ ქალი სამაგიეროდ არაფერს იღებს.
ასეთ შემთხვევაში რაღაც დროის შემდეგ ქალი ცარიელდება, იცლება, რადგან არ ხდება ურთიერთგაცვლა, ურთიერთბალანსი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანი ჯანმრთელი და აქტიური იყოს. დაავადებები, სტრესი, დეპრესია, დაუკმაყოფილებლობა ქალებში იმის მიზეზია, რომ მას არ ჰყოფნის ენერგია, რომელიც სექსუალური ურთიერთობების დროს უნდა მიიღოს.

თუ ის პოულობს მუდმივ პარტნიორს, მალე მაინც იწყება ჩხუბი. ქალს უკვე აღარ აქვს ენერგია, რომ გასცეს, რადგან სხვა მამაკაცებმა, რომლებსაც ის ხშირად იცვლიდა, უკვე წაიღეს მისი ენერგია. კვლევებით დასტურდება, რომ ეს პერიოდი დაახლოებით 7 წელს შეადგენს.
როგორ შეიძლება სექსუალური ენერგიის აღდგენა?
ისევე, როგორც ნებისმიერი ენერგია, სექსუალური ენერგიაც იწურება. მას პერიოდულად განახლება, აღდგენა სჭირდება. მისი დაქვეითება უმეტესად უკავშირდება სექსუალური სურვილების დათრგუნვას და, საერთოდ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ნებისმიერი სურვილის დათრგუნვას.
ანუ, სხვაგვარად რომ ავხსნათ, სურვილის დათრგუნვა. მაგალითად, ქალს უნდა ბუნებაში გასვლა, მაგრამ ვერ გადის სხვადასხვა მიზეზის გამო; უნდა ახალი კაბის ყიდვა, მაგრამ თრგუნავს სურვილს, რადგან ვერ ყიდულობს მას; თრგუნავს სექსუალურ სურვილს, იწვევს იმას, რომ ის კარგავს სექსუალურ ენერგიას. სურვილების დაკმაყოფილება ავსებს მას, ხოლო დათრგუნვა - აცარიელებს.
სექსუალური ენერგიის შესავსებად, სექსუალური კონტაქტების გარდა, აუცილებელია სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება. ეს რეკომენდებულია, მაგრამ არა - აუცილებელი. მაგალითად, ამ ენერგიის შევსება შეიძლება მზის დახმარებით. დილით შეხვდით ალიონს, შეიგრძენით მზის ამოსვლა, როგორ შემოდის მზის სხივები თქვენში. შეასრულეთ ერთგვარი ანტენის ფუნქცია, რომელიც მზის ენერგიას იღებს, აგროვებს და გარდაქმნის სექსუალურ ენერგიად.
სექსუალურობა, რომლის შეგრძნებაც შესაძლებელია
ქალისა თუ მამაკაცის სექსუალურობა - ეს მხოლოდ გარეგანი გამოვლინება არაა, რომელიც გამოიხატება, მაგალითად, ტანსაცმლის, მაკიაჟისა თუ ქცევის მეშვეობით. ჭეშმარიტი სექსუალურობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის საკმარისი რაოდენობით ადამიანში სექსუალური ენერგია.
ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი>>
რატომ? იმიტომ რომ მისი არსებობა შინაგან შეგრძნებებს უწყობს ხელს. ის ზემოქმედებს ადამიანის თავდაჯერებულობაზე, თუ რამდენად არის კომპლექსებს მოკლებული და თავისუფალი. თუ ენერგია არასაკმარისია, ადამიანი შებოჭილია და როგორც არ უნდა "აღიკაზმოს" გარეგნულად და ეცადოს, რომ სექსუალურად წარმოაჩინოს თავი, ამ სიყალბეს სხვა ადამიანი მაინც იგრძნობს.
გაცნობისას თუ ქალი ცდილობს, რომ მამაკაცს ჩამოუყალიბდეს აზრი, რომ ის სექსუალური ქალია, მამაკაცი ამას გრძნობს. მას, შესაძლოა, ამ ქალის მიმართ ლტოლვა არ გაუჩნდეს, რადგან მას არასაკმარისი სექსუალური ენერგია აქვს, ხოლო სექსუალურობა, რომლის ჩვენებასაც ის ცდილობდა, ყალბი, გარეგნული, ხელოვნურია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის, რომ პარტნიორი მოძებნოს ადამიანმა და ურთიერთობები ააწყოს.