იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი

© Pixabay / alfcermedქალი
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება. ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა. ცუდი ცოლი ქაოსურად ცხოვრობს, ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.
როგორია კარგი ცოლი და როგორია ცუდი ცოლი? როგორია, ზოგადად, იდეალური ცოლი? როგორც ჩანს, იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული...
როგორია კარგი ცოლი
თანამედროვე საზოგადოება კარგი ცოლის პორტრეტს ფრიადოსნის სახით წარმოგვიდგენს:
მოვლილი და სუფთა
სახლში იცავს წესრიგს ჯარის ნორმატივების დონეზე
აჩვენებს ქალღმერთის კულინარიულ შესაძლებლობებს — პირველი კერძი, მეორე, კომპოტი ყოველდღე სხვადასხვა ვარიაციებით…
ბავშვები მოვლილი, მაძღარი, იდეალური დედის სადღეღამისო ყურადღებით განებივრებული
ქმარი — გამოკვლეულია ქმედუნარიანობისა და ფიზიოლოგიის მხრივ, სწორად ჩაცმული, ჭამის დროს მანერებს იცავს, ჯამაგირს ცოლს აბარებს, ლუდს არ სვამს, ყოველწლიურად სამედიცინო გამოკვლევას იტარებს.
ამასთან ერთად ასეთი ცოლი აუცილებლად უნდა შეიგრძნობდეს და ასხივებდეს სიმშვიდეს, ბედნიერებას. ასეთი განლაგების დროს, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ცოლი ვალდებულია ბედნიერი, ყოველთვის კარგ განწყობაზე იყოს და, რაც მთავარია, ასე თავს გულწრფელად გრძნობდეს.
როგორ არის ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში? იმისთვის, რომ იდეალურად იზრუნო ქმარზე, ბავშვებზე, სახლზე, იყო არაიძულებით სექსუალურ განწყობაზე, დრო და სურვილია საჭირო. ყველაფერი ზემოაღნიშნულის შესრულება ნორმალურ ქალს უბრალოდ არ შეუძლია. მაგალითად, დაუთოებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, სახლის მინიმალურ დალაგებას — ორი, სამჯერადი კვებისთვის კერძების მომზადებას ბავშვებისა და ქმრისთვის — კიდევ რამდენიმე საათი და ა.შ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
ამას გარდა, ბავშვს საშინაო დავალება უნდა შეუმოწმო, მიიღო შხაპი, მაღაზიაში წახვიდე, ჭამო, დაიძინო, დაიბანო, გაიკეთო მანიკიური, შეიძლება დედამთილის მონახულებაც აუცილებელი იყოს, რადგან მას მაღალი წნევა აწუხებს, კიდევ… ქმართან ინტიმური ურთიერთობა უნდა გქონდეს! მისია შეუსრულებელია.
კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება. ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა, რომელიც აგრძელებს საკუთარი მხრებით შეუძლებლის ზიდვასა და შინაგანად ყველას სიძულვილს, ვისაც მისი გაღებული მსხვერპლი ეკუთვნის. მათ შორის სძულს საკუთარი თავიც, იმიტომ რომ არ იცის სხვანაირად ცხოვრება, მაგრამ — დაიღალა!
როგორია ცუდი ცოლი?
ცუდი ცოლი ქაოსურად ცხოვრობს. არა, ის იცავს ჰიგიენის წესებს ყოფაში, ამზადებს ვახშამს, ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე. მაგრამ მის კარადაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნახევარი წლის წინ დაკარგული პომადა. მის საწოლთან, ტუმბოზე დევს ბავშვის წინდა, წყლის ჭიქა და ქალების ჟურნალი, რომელზეც მტვრის ფენაა. მის მაცივარში ხანდახან სიცარიელეა, ხან — პროდუქტები ფუჭდება.
იდეალური ქალი – ესაა საზოგადოებაში დედოფალი, სამზარეულოში დიასახლისი და საწოლში...>>
ის მთელი ოჯახისთვის პიცას უკვეთავს, თუ ეზარება სადილის მომზადება. ის თავს უფლებას აძლევს, შაბათ დღეს პიჟამით იაროს და დივანზე ინებივროს საყვარელი სერიალის ყურებისას. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.
მას გულწრფელად ეზარება, ადაპტირებს ვითარების მიხედვით, ისწრაფვის კომფორტისკენ და არა პერფექციონიზმისკენ. ასეთი ცოლი კეთილია, მოვლილი, ბედნიერებისგან ბრწყინავს, ხანდახან ტირის და სევდიანია. ის თავს უფლებას აძლევს ნამდვილი იყოს. სწორედ ასეთი ცოლების შურთ იდეალურებს. თავს იჭამენ იმის გამო, რომ თვითონ არ შეუძლიათ ასე.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2018
მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...
ამასთან, ცუდი ცოლით ამაყობს ქმარი, ის უყვართ ბავშვებს. ასეთი ქალის გვერდით მამაკაცი გრძნობს თავის მნიშვნელობასა და აუცილებლობას — მისი ცოლი ხომ ასეთი სუსტია, უმწეო და მის გარეშე — არაიდეალური. ბავშვებიც დედისკენ იწევენ, ის ხომ იღიმება. მას აქვს ამისთვის დრო. ხომ არ ათრევს მხრებით ყველაფერს გმირული დევიზით: „ეს ჩემი ჯვარია და მე უნდა ვზიდო ის". რა ჯვარი? სად და ვისთვის უნდა ზიდო?!
იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული. ღირს კი ლამაზი ოჯახის სურათი ასეთ მსხვერპლად? იქნებ, ჯობს მიიღოთ ის, რაც თქვენთვის არის მორგებული და კომფორტული?
ყველა ახალი ამბავი
0