https://sputnik-georgia.com/20220314/evropas-axali-antirusuli-sanqciebi-aqvs-maragsi-265204696.html
შარლ მიშელი: ევროპას ახალი ანტირუსული სანქციები აქვს მარაგში
შარლ მიშელი: ევროპას ახალი ანტირუსული სანქციები აქვს მარაგში
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ევროკავშირის პირველი სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა, ევროპისთვის მინიმალური ზარალის გათვლით მომზადდა, განაცხადა ევროსაბჭოს... 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T15:22+0400
2022-03-14T15:22+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
ევროსაბჭო
ევროკავშირი
პოლიტიკა
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363759_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_6578c4fe1282ef145e494d50376a563c.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ევროკავშირის პირველი სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა, ევროპისთვის მინიმალური ზარალის გათვლით მომზადდა, განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა.მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გაამკაცროს ანტირუსული სანქციები, თუმცა არ დაუზუსტებია, კიდევ რა შეზღუდვების შემოღებაზეა საუბარი.როგორც მიშელმა გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ევროპამ უნდა განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა „ძალთა ბალანსი შეცვალოს“.შარლ მიშელს მიაჩნია, რომ ევროპის სანქციები „მოსკოვისთვის მოულოდნელი იყო“. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ევროპელი ლიდერების „აზროვნება შეცვალა“.„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეროვნული საკითხები, როგორებიცაა ენერგეტიკა და თავდაცვა, ევროპის სუვერენიტეტის სულისკვეთებით უნდა იყოს განხილული“, — განაცხადა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.
https://sputnik-georgia.com/20220314/baideni-da-makroni-rusets-sanqciebs-gauzliereben-265197442.html
ევროკავშირი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363759_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_761acc7d7ecca1d6b3e5619db9161fd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი, ევროსაბჭო, ევროკავშირი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ევროსაბჭო, ევროკავშირი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ევროკავშირის პირველი სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა, ევროპისთვის მინიმალური ზარალის გათვლით მომზადდა, განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გაამკაცროს ანტირუსული სანქციები, თუმცა არ დაუზუსტებია, კიდევ რა შეზღუდვების შემოღებაზეა საუბარი.
როგორც მიშელმა გაზეთ
La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ევროპამ უნდა განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა „ძალთა ბალანსი შეცვალოს“.
„პირველი სანქციები ისე დავახარისხეთ, რომ ისინი უფრო მტკივნეული ყოფილიყო რუსეთისთვის და ნაკლებმოქმედი ჩვენთვის... ჩვენ მარაგში სხვა დამატებითი სანქციებიც გვაქვს“, — აღნიშნა მან.
შარლ მიშელს მიაჩნია, რომ ევროპის სანქციები „მოსკოვისთვის მოულოდნელი იყო“. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ევროპელი ლიდერების „აზროვნება შეცვალა“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეროვნული საკითხები, როგორებიცაა ენერგეტიკა და თავდაცვა, ევროპის სუვერენიტეტის სულისკვეთებით უნდა იყოს განხილული“, — განაცხადა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.