https://sputnik-georgia.com/20220314/baideni-da-makroni-rusets-sanqciebs-gauzliereben-265197442.html
ბაიდენი და მაკრონი რუსეთის მიმართ სანქციებს კიდევ გაამკაცრებენ: შეთანხმება მიღწეულია
ბაიდენი და მაკრონი რუსეთის მიმართ სანქციებს კიდევ გაამკაცრებენ: შეთანხმება მიღწეულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს — ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, რა... 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T11:45+0400
2022-03-14T11:45+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
აშშ
უკრაინა
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/14/250398699_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_33d53c8baabb559c4e457a35ebd4a537.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს — ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, რა დროსაც პარიზი და ვაშინგტონი ანტირუსული სანქციების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს წინადადება კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების თაობაზე. ქვეყნების ლიდერები კოორდინაციას უახლოეს დღეებში განაგრძობენ.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.წყარო: Elysee
https://sputnik-georgia.com/20220314/dasavletis-zewola-moskovs-kurss-ver-seacvlevinebs-265196711.html
საფრანგეთი
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/14/250398699_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3ced8171d0a41dd34de6e787d23920ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , აშშ , უკრაინა , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთი , აშშ , უკრაინა , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს — ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, რა დროსაც პარიზი და ვაშინგტონი ანტირუსული სანქციების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
„ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ გააძლიერებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, დაეხმარებიან უკრაინას და ერთობლივად მიიღებენ ყველა სასარგებლო ინიციატივას საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად“, — ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს წინადადება კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების თაობაზე. ქვეყნების ლიდერები კოორდინაციას უახლოეს დღეებში განაგრძობენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.