https://sputnik-georgia.com/20220314/dasavletis-zewola-moskovs-kurss-ver-seacvlevinebs-265196711.html
რუსეთის საგარეო უწყება: დასავლეთის ზეწოლა მოსკოვს კურსს ვერ შეაცვლევინებს
რუსეთის საგარეო უწყება: დასავლეთის ზეწოლა მოსკოვს კურსს ვერ შეაცვლევინებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთი არ სთხოვს აშშ-სა და ევროპას სანქციების გაუქმებას, დასავლეთის ზეწოლა ვერ შეცვლის მოსკოვის კურსს, განაცხადა რუსეთის საგარეო... 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T11:08+0400
2022-03-14T11:08+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230604_0:0:3111:1751_1920x0_80_0_0_9a62e9b7296de169234a0177e145b679.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთი არ სთხოვს აშშ-სა და ევროპას სანქციების გაუქმებას, დასავლეთის ზეწოლა ვერ შეცვლის მოსკოვის კურსს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი შერშინინმა.მისი თქმით, ანტირუსულ სანქციებს იღებენ ისინი, ვისაც რუსეთზე ზეწოლა სურს, რათა მისი ეკონომიკა და ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ, მაგრამ ეს სანქციები, გარდა იმისა, რომ „როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, არალეგიტიმურია, და, მეორეც, შედეგს არ მოიტანს“.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230604_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d6ee3eddbd644bff4193a0ab1e93e596.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთი არ სთხოვს აშშ-სა და ევროპას სანქციების გაუქმებას, დასავლეთის ზეწოლა ვერ შეცვლის მოსკოვის კურსს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი შერშინინმა.
მისი თქმით, ანტირუსულ სანქციებს იღებენ ისინი, ვისაც რუსეთზე ზეწოლა სურს, რათა მისი ეკონომიკა და ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ, მაგრამ ეს სანქციები, გარდა იმისა, რომ „როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, არალეგიტიმურია, და, მეორეც, შედეგს არ მოიტანს“.
„ჩვენ არ დავიწყებთ თხოვნას, მოგვიხსნან ეს სანქციები. ჩვენ უბრალოდ კვლავაც განვავითარებთ ჩვენს ეკონომიკასა და დამოუკიდებლად განვითარების უნარს იმ მეგობრებსა და თანამოაზრეებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ გვყავს“, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.