https://sputnik-georgia.com/20220313/ideebi-minimalisturi-ojaxistvis-265184399.html
მინიმალიზმის 6 იდეა, ანუ იცხოვრეთ განსხვავებული იმიჯით
მინიმალიზმის 6 იდეა, ანუ იცხოვრეთ განსხვავებული იმიჯით
Sputnik საქართველო
სიტყვა „მინიმალიზმის“ ხსენებაზე ჩვენი ფიქრები მიდის ვიზუალური ხელოვნებისკენ, მუსიკისკენ, დიზაინისკენ, უმარტივესი ფუნდამენტალური საწყისებისკენ. ეს... 13.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-13T14:43+0400
2022-03-13T14:43+0400
2022-03-13T14:52+0400
სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265184883_0:155:1920:1235_1920x0_80_0_0_98623b93868b15828529d2219baa788d.jpg
სიტყვა „მინიმალიზმის“ ხსენებაზე ჩვენი ფიქრები მიდის ვიზუალური ხელოვნებისკენ, მუსიკისკენ, დიზაინისკენ, უმარტივესი ფუნდამენტალური საწყისებისკენ. ეს თანამედროვეადა ტრენდული. მაგრამ როგორია მინიმალიზმი, სიმარტივე, სიმსუბუქე ოჯახში, ცხოვრების წესში, ბავშვების აღზრდის მეთოდებში?ეს თითქოს არ უნდა იყოს რთული, მაგრამ რეალურად მინიმალისტური ცხოვრების წესის პრაქტიკაში დანერგვა არც ისე ადვილია. ეს მოითხოვს საკმაო ფიქრსა და ძალისხმევას. საჭიროა, სულ სხვანაირად შევხედოთ და ვისწავლოთ უბრალოდ ცხოვრება, თავი დავაღწიოთ საზოგადოებრივი აზრის გარკვეულ ზეწოლას. ეს ნიშნავს, რომ არ ვიყოთ სხვის მსგავსი და ვიცხოვროთ განსხვავებული იმიჯით. და ეს ნამდვილად არის პოზიტიური და საინტერესო.თუმცა ახლა არ ვისაუბრებთ იმ ძირითად პრინციპებზე, რასაც უნდა დაეყრდნოს კლასიკური მინიმალისტური ოჯახი, როგორიცაა მცირე ავეჯი, მცირე რაოდენობის ტანსაცმელი, თვითნაკეთი სათამაშოები ან კულინარიული ხრიკები მარტივი დაბალანსებული კვებისთვის. სტატიაში შემოგთავაზებთ მხოლოდ რამდენიმე იდეას იმისთვის, რომ ბავშვი უმტკივნეულოდ მოვაცილოთ ეკრანს და შევუქმნათ განსხვავებული შემეცნებით-გასართობი გარემო.ახლა ძალიან ხშირიად შეხვდებით პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჩვენზე უკეთ შეუძლიათ მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების გამოყენება. იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ, რა თქმა უნდა, ბავშვებმა უნდა ისწავლონ ტექნოლოგიები, მაგრამ ეს ადრეულ ასაკში არ სჭირდებათ.არსებობს არაერთი კვლევა, თუ რამდენად საზიანოა მსგავსი ტექნოლოგიები ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. ამიტომ უნდა შევარჩიოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოცილებული იქნება ეკრანს და, რაც მნიშვნელოვანია, არ მოითხოვს დიდ ხარჯებს.ვცადოთ და განვახორციელოთ ასეთი მინიმალისტური ცხოვრებისეული იდეები ბავშვებისთვის.ბუნებასთან მეგობრობამართალია, ქალაქში არ ვართ განებივრებული დიდი და ლამაზი პარკებითა და სკვერებით, მაგრამ მაინც შეიძლება გამოვძებნოთ საშუალება გავისეირნოთ ფეხით, მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით — იქნება ეს პარკში, მდინარის პირას თუ ტბაზე.არ დაგავიწყდეთ პლედის, მსუბუქი ხემსის (საკვების), წყლის, ხმელი პურის ნატეხების (ჩიტების გამოსაკვებად), ბავშვის მსუბუქი სათამაშოს, ფერადი ცარცის ან სულაც საჰაერო ბურთის წაღება.რა თქმა უნდა, არჩევანი ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გასეირნება ძალიან სასიამოვნო იქნება, ვინაიდან ბავშვი ბუნებით მაძიებელია. ამგვარი სეირნობისას ის აღმოაჩენს უამრავ საინტერესოს, ნახავს ყვავილებსა და სხვადასხვანაირ ფოთლებს, გამოკვებავს ფრინველებს, შეიძლება დააკვირდეს ჭიანჭველებს.დაეხმარეთ ბავშვს უსაფრთხოდ აძვრეს ხეზე, გაიაროს წაქცეულ მორებზე. შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის საინტერესო იქნება კომპასის გამოყენების შესწავლა, რუკების გაკეთება, ჰერბარიუმის გაკეთება, ფოთლებით მხატვრობა, ქვების მოხატვა, ქაღალდის ან ფოთლების ნავის გაცურება გუბურაზე.სისუფთავის დაცვამშობლები ხშირად ვცდილობთ, დავიხმაროთ ბავშვები საოჯახო საქმეებში და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამღლელი და ძალდატანებითი. ჩვენი ამოცანაა,გადავაქციოთ ეს სახალისო აქტივობად.ბავშვს მხოლოდ ის კი არ უნდა აგრძნობინოთ, რომ ეს კარგი დახმარებაა უფროსებისთვის, არამედ პასუხისმგებლობაც უნდა ჩამოუყალიბდეთ.ძველი ტანსაცმელიარა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ახალი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არ უნდა უყიდოთ. ახალი და ლამაზი სამოსი ყველას უხარია და რაღა თქმა უნდა, ბავშვები უნდა გავანებივროთ, რომ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი ყოველდღიური თუ გამოსასვლელი ტანსაცმელი. მაგრამ სახლში უნდა გქონდეთ ყუთი, სადაც შეინახავთ რამდენიმე ნახმარ კაბას, შარფს, ფერად ნაჭრებს, მაქმანებს, ხელთათმანებს, ქუდს, ფეხსაცმელს.ამით ბავშვს ექნება საშუალება, იქექოს ყუთში, ამოალაგოს და ჩაალაგოს ყველაფერი, მოიზომოს, თამამად იფანტაზიოროს, თქვენთან ერთად გადააკეთოს ისინი — თუნდაც მოხატოსფეხსაცმელი საღებავებით და მოაწყოს „მოდების ჩვენება“.ძველი სამოსი შეგიძლიათ გამოიყენოთ თეატრალური წარმოდგენებისთვის, გაერთოთ ზღაპრული პერსონაჟების გაცოცხლებით.მოთხრობების და ზღაპრების დროარ არსებობს ბავშვი, რომელსაც, მიუხედავად ასაკისა, კარგი ამბები არ უყვარდეს. თუმცა თავიდან მაინც სჭირდება მშობლების დახმარება, რომ წიგნი შეუყვარდეს.შეარჩიეთ ასაკის შესაბამისი წიგნი და „გააცოცხლეთ“ ამბავი. მშობელს თავიდან შეიძლება წინასწარ „მეცადინებობა“ დასჭირდეს, რათა ისეთი ამბავი იპოვოს, რომლის გაცოცხლების საშუალებასაც მისცემს ხმა და პლასტიკა.ამ დროს მშობელიც და ბავშვებიც კონკრეტული პერსონაჟები (საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა თოჯინებიც გამოვიყენოთ) უნდა იყვნენ და გააკეთონ ყველაფერი ის, რასაც ისინი აკეთებენ.შემდეგ იპოვეთ კიდევ ერთი ახალი წიგნი, რომელიც მთელ ოჯახს მოეწონება. ბავშვებთან ერთად დაამზადეთ რეკვიზიტები და გაერთეთ. მსგავსი გასართობი შეიძლება სახლის გარეთაც მოაწყოთ.მზარეულობაბავშვებს უყვართ არეულობა და ასევე უყვართ იმაში ჩართვა, რასაც უფროსები აკეთებენ.საინტერესო, „დიდური“ საქმეებით დაკავება ბავშვს ცხოვრებისეულ უნარებსაჩვევს და ასწავლის. თანაც, ბუნებრივად, გაჯეტების გარეშე.ბავშვის სურვილებიდან გამომდინარე, ეს აქტივობები შეიძლება იყოს სპონტანური. მაგალითად, ორცხობილების ან კექსის გამოცხობა ნაუცბადევად, ან სულაც სადილის გაკეთება. ბავშვებს შეუძლიათ ცოტათი ითამაშონ ფქვილში და ცომში, შეუძლიათ საკუთარი, პერსონალური პიცის მომზადებაც.მებაღეობამინიმალისტურად ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ნაწილიამებაღეობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებს უყვართ არეულობა, ქვიშაში თამაში და ტალახში ამოგანგვლაც. თუ საკუთარი ბაღი ან შესაფერისი მიწის ნაკვეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოთნები.ყვავილების ან მწვანილის თესლის მოძიება მარტივად შეგიძლიათ. ასწავლეთ ბავშვს დარგვის, დათესვის, მორწყვის პროცესი. თუ სააღდგომოდ ჯეჯილს დაათესინებთ, რომელიც კარგად გაიზრდება, ბავშვს ეს დიდ სიხარულს მიანიჭებს.გაზაფხულზე კი შეგიძლიათ მცენარეები ღია გრუნტში დარგოთ. ოღონდ ნებისმიერი ხისა თუ თუნდაც სულ პატარა ყვავილის დარგვამდე დარწმუნდით, რომ შერჩეული ადგილი შესაფერისია ამა თუ იმ მცენარისთვის. გაითვალისწინეთ ისიც, შეძლებთ თუ არა მცენარეზე ზრუნვას. ეს ფიქრები და იდეები გაუზიარეთ ბავშვს და მასთან ერთად გადავწყვიტეთ მცენარეების დარგვა.ამ საქმეში აუცილებლად იყავით თანმიმდევრული და ბეჯითი. ასე ასწავლეთ შვილებსაც, თორემ ბაღში მხოლოდ მიწის გორებს ან ცარიელ ორმოებს მიიღებთ, ბავშვი კი დიდი ხნით დაივიწყებს ამ საქმეს.შემოთავაზებული აქტივობებიდან ზოგი კარგად გამოგივათ, ზოგი — შედარებით ცუდად. თუმცა ეს სანერვიულო არ არის. მთავარი მიზანი — ეს გაჯეტების გვერდზე გადადებაა, რათა მშობლებმაც და შვილებმაც ნამდვილად ისიამოვნონ ერთად გატარებული დროითა და ერთობლივი საქმიანობით.დაეხმარეთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც, იპოვოთ ბალანსი და სიხარული ყოველდღიურად!
https://sputnik-georgia.com/20220309/bulingis-amosacnobi-nisebi-bavvebsi-265086660.html
https://sputnik-georgia.com/20220302/rogor-moviqcet-tu-pataras-rame-ar-szinavs-264917534.html
https://sputnik-georgia.com/20220225/rodis-unda-mimartos-bavsvma-ortopeds-264792061.html
https://sputnik-georgia.com/20220215/dagegmili-bednieri-bavsvoba-msoblebis-secdomebi-264453718.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265184883_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_ae4b0ee66e9bac981cda5a28c34c0971.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ავტორები
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ავტორები
სიტყვა „მინიმალიზმის“ ხსენებაზე ჩვენი ფიქრები მიდის ვიზუალური ხელოვნებისკენ, მუსიკისკენ, დიზაინისკენ, უმარტივესი ფუნდამენტალური საწყისებისკენ. ეს თანამედროვეადა ტრენდული. მაგრამ როგორია მინიმალიზმი, სიმარტივე, სიმსუბუქე ოჯახში, ცხოვრების წესში, ბავშვების აღზრდის მეთოდებში?
ეს თითქოს არ უნდა იყოს რთული, მაგრამ რეალურად მინიმალისტური ცხოვრების წესის პრაქტიკაში დანერგვა არც ისე ადვილია. ეს მოითხოვს საკმაო ფიქრსა და ძალისხმევას. საჭიროა, სულ სხვანაირად შევხედოთ და ვისწავლოთ უბრალოდ ცხოვრება, თავი დავაღწიოთ საზოგადოებრივი აზრის გარკვეულ ზეწოლას. ეს ნიშნავს, რომ არ ვიყოთ სხვის მსგავსი და ვიცხოვროთ განსხვავებული იმიჯით. და ეს ნამდვილად არის პოზიტიური და საინტერესო.
თუმცა ახლა არ ვისაუბრებთ იმ ძირითად პრინციპებზე, რასაც უნდა დაეყრდნოს კლასიკური მინიმალისტური ოჯახი, როგორიცაა მცირე ავეჯი, მცირე რაოდენობის ტანსაცმელი, თვითნაკეთი სათამაშოები ან კულინარიული ხრიკები მარტივი დაბალანსებული კვებისთვის.
სტატიაში შემოგთავაზებთ მხოლოდ რამდენიმე იდეას იმისთვის, რომ ბავშვი უმტკივნეულოდ მოვაცილოთ ეკრანს და შევუქმნათ განსხვავებული შემეცნებით-გასართობი გარემო.
ახლა ძალიან ხშირიად შეხვდებით პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჩვენზე უკეთ შეუძლიათ მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების გამოყენება. იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ, რა თქმა უნდა, ბავშვებმა უნდა ისწავლონ ტექნოლოგიები, მაგრამ ეს ადრეულ ასაკში არ სჭირდებათ.
არსებობს არაერთი კვლევა, თუ რამდენად საზიანოა მსგავსი ტექნოლოგიები ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. ამიტომ უნდა შევარჩიოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოცილებული იქნება ეკრანს და, რაც მნიშვნელოვანია, არ მოითხოვს დიდ ხარჯებს.
ვცადოთ და განვახორციელოთ ასეთი მინიმალისტური ცხოვრებისეული იდეები ბავშვებისთვის.
მართალია, ქალაქში არ ვართ განებივრებული დიდი და ლამაზი პარკებითა და სკვერებით, მაგრამ მაინც შეიძლება გამოვძებნოთ საშუალება გავისეირნოთ ფეხით, მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით — იქნება ეს პარკში, მდინარის პირას თუ ტბაზე.
არ დაგავიწყდეთ პლედის, მსუბუქი ხემსის (საკვების), წყლის, ხმელი პურის ნატეხების (ჩიტების გამოსაკვებად), ბავშვის მსუბუქი სათამაშოს, ფერადი ცარცის ან სულაც საჰაერო ბურთის წაღება.
რა თქმა უნდა, არჩევანი ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გასეირნება ძალიან სასიამოვნო იქნება, ვინაიდან ბავშვი ბუნებით მაძიებელია. ამგვარი სეირნობისას ის აღმოაჩენს უამრავ საინტერესოს, ნახავს ყვავილებსა და სხვადასხვანაირ ფოთლებს, გამოკვებავს ფრინველებს, შეიძლება დააკვირდეს ჭიანჭველებს.
დაეხმარეთ ბავშვს უსაფრთხოდ აძვრეს ხეზე, გაიაროს წაქცეულ მორებზე. შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის საინტერესო იქნება კომპასის გამოყენების შესწავლა, რუკების გაკეთება, ჰერბარიუმის გაკეთება, ფოთლებით მხატვრობა, ქვების მოხატვა, ქაღალდის ან ფოთლების ნავის გაცურება გუბურაზე.
მშობლები ხშირად ვცდილობთ, დავიხმაროთ ბავშვები საოჯახო საქმეებში და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამღლელი და ძალდატანებითი. ჩვენი ამოცანაა,გადავაქციოთ ეს სახალისო აქტივობად.
ბავშვს მხოლოდ ის კი არ უნდა აგრძნობინოთ, რომ ეს კარგი დახმარებაა უფროსებისთვის, არამედ პასუხისმგებლობაც უნდა ჩამოუყალიბდეთ.
არა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ახალი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არ უნდა უყიდოთ. ახალი და ლამაზი სამოსი ყველას უხარია და რაღა თქმა უნდა, ბავშვები უნდა გავანებივროთ, რომ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი ყოველდღიური თუ გამოსასვლელი ტანსაცმელი. მაგრამ სახლში უნდა გქონდეთ ყუთი, სადაც შეინახავთ რამდენიმე ნახმარ კაბას, შარფს, ფერად ნაჭრებს, მაქმანებს, ხელთათმანებს, ქუდს, ფეხსაცმელს.
ამით ბავშვს ექნება საშუალება, იქექოს ყუთში, ამოალაგოს და ჩაალაგოს ყველაფერი, მოიზომოს, თამამად იფანტაზიოროს, თქვენთან ერთად გადააკეთოს ისინი — თუნდაც მოხატოსფეხსაცმელი საღებავებით და მოაწყოს „მოდების ჩვენება“.
ძველი სამოსი შეგიძლიათ გამოიყენოთ თეატრალური წარმოდგენებისთვის, გაერთოთ ზღაპრული პერსონაჟების გაცოცხლებით.
მოთხრობების და ზღაპრების დრო
არ არსებობს ბავშვი, რომელსაც, მიუხედავად ასაკისა, კარგი ამბები არ უყვარდეს. თუმცა თავიდან მაინც სჭირდება მშობლების დახმარება, რომ წიგნი შეუყვარდეს.
შეარჩიეთ ასაკის შესაბამისი წიგნი და „გააცოცხლეთ“ ამბავი. მშობელს თავიდან შეიძლება წინასწარ „მეცადინებობა“ დასჭირდეს, რათა ისეთი ამბავი იპოვოს, რომლის გაცოცხლების საშუალებასაც მისცემს ხმა და პლასტიკა.
ამ დროს მშობელიც და ბავშვებიც კონკრეტული პერსონაჟები (საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა თოჯინებიც გამოვიყენოთ) უნდა იყვნენ და გააკეთონ ყველაფერი ის, რასაც ისინი აკეთებენ.
შემდეგ იპოვეთ კიდევ ერთი ახალი წიგნი, რომელიც მთელ ოჯახს მოეწონება. ბავშვებთან ერთად დაამზადეთ რეკვიზიტები და გაერთეთ. მსგავსი გასართობი შეიძლება სახლის გარეთაც მოაწყოთ.
ბავშვებს უყვართ არეულობა და ასევე უყვართ იმაში ჩართვა, რასაც უფროსები აკეთებენ.
საინტერესო, „დიდური“ საქმეებით დაკავება ბავშვს ცხოვრებისეულ უნარებსაჩვევს და ასწავლის. თანაც, ბუნებრივად, გაჯეტების გარეშე.
ბავშვის სურვილებიდან გამომდინარე, ეს აქტივობები შეიძლება იყოს სპონტანური. მაგალითად, ორცხობილების ან კექსის გამოცხობა ნაუცბადევად, ან სულაც სადილის გაკეთება. ბავშვებს შეუძლიათ ცოტათი ითამაშონ ფქვილში და ცომში, შეუძლიათ საკუთარი, პერსონალური პიცის მომზადებაც.
მინიმალისტურად ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ნაწილიამებაღეობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებს უყვართ არეულობა, ქვიშაში თამაში და ტალახში ამოგანგვლაც. თუ საკუთარი ბაღი ან შესაფერისი მიწის ნაკვეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოთნები.
ყვავილების ან მწვანილის თესლის მოძიება მარტივად შეგიძლიათ. ასწავლეთ ბავშვს დარგვის, დათესვის, მორწყვის პროცესი. თუ სააღდგომოდ ჯეჯილს დაათესინებთ, რომელიც კარგად გაიზრდება, ბავშვს ეს დიდ სიხარულს მიანიჭებს.
გაზაფხულზე კი შეგიძლიათ მცენარეები ღია გრუნტში დარგოთ. ოღონდ ნებისმიერი ხისა თუ თუნდაც სულ პატარა ყვავილის დარგვამდე დარწმუნდით, რომ შერჩეული ადგილი შესაფერისია ამა თუ იმ მცენარისთვის. გაითვალისწინეთ ისიც, შეძლებთ თუ არა მცენარეზე ზრუნვას. ეს ფიქრები და იდეები გაუზიარეთ ბავშვს და მასთან ერთად გადავწყვიტეთ მცენარეების დარგვა.
ამ საქმეში აუცილებლად იყავით თანმიმდევრული და ბეჯითი. ასე ასწავლეთ შვილებსაც, თორემ ბაღში მხოლოდ მიწის გორებს ან ცარიელ ორმოებს მიიღებთ, ბავშვი კი დიდი ხნით დაივიწყებს ამ საქმეს.
შემოთავაზებული აქტივობებიდან ზოგი კარგად გამოგივათ, ზოგი — შედარებით ცუდად. თუმცა ეს სანერვიულო არ არის. მთავარი მიზანი — ეს გაჯეტების გვერდზე გადადებაა, რათა მშობლებმაც და შვილებმაც ნამდვილად ისიამოვნონ ერთად გატარებული დროითა და ერთობლივი საქმიანობით.
დაეხმარეთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც, იპოვოთ ბალანსი და სიხარული ყოველდღიურად!