„ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მოღალატეები უწოდა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
„ნაცმოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიურად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს აცხადებს.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თავისი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისთვის იყენებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
„ნაცმოძრაობა" მუდმივად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო.
„აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებსა და კამპანიას, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სოლიდარულია უკრაინისა და იკრაინელის ხალხის მიმართ.
მან აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია უკრაინის მოვლენებს „იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის“.
კობახიძის თქმით, ყოფილ მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, არ ჰყოფნის ის, რომ ქვეყანამ უკვე დაკარგა თავისი ტერიტორიები და მათ „საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ“.
ოპოზიციამ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საინფორმაციო ომი გააჩაღა>>
მორიგი მოღალატეობრივი ქმედება უწოდა კობახიძემ პარლამენტის დეპუტატის „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძის გამოსვლას ერთ-ერთ უკრაინულ არხზე, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – „ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში“.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იდგება ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის ჩაბმას კონფლიქტში და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტად საქართველოს დააზარალებს, ამიტომ სანქციები არ დაწესდება.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
კობახიძე: გავაძლიეროთ საქართველო ეკონომიკურად, დავიცვათ მისი უსაფრთხოება
ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0