https://sputnik-georgia.com/20220307/kobaxize-gavazlierot-saqartvelo-ekonomokurad-davicvat-misi-usafrtxoeba-265020104.html
კობახიძე: გავაძლიეროთ საქართველო ეკონომიკურად, დავიცვათ მისი უსაფრთხოება
კობახიძე: გავაძლიეროთ საქართველო ეკონომიკურად, დავიცვათ მისი უსაფრთხოება
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო კონფლიქტში ჩაითრიოს
2022-03-07T00:03+0400
2022-03-07T00:03+0400
2022-03-07T00:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_0:0:3505:1972_1920x0_80_0_0_8bbcd964b5f245a4d53736744428b24d.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო კონფლიქტში ჩართოს.„დღესავით ნათელია, რომ მათ არ უხარიათ ქვეყნის სიკეთე და ეს ორმაგი სტანდარტები და არათანმიმდევრულობა სწორედ ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ოპოზიციონერების მისწრაფებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გეგმებს.„რა თქმა უნდა, დასუსტებული და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება“.ამ კვირაში საქართველომ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. საქართველო ამ განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.წყარო - ტელეკომპანია „იმედი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_718:0:3449:2048_1920x0_80_0_0_d24191d3f0fe08d90f7ae0f7ec233142.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კობახიძე გაძლიერება საქართველო ეკონომიკა უსაფრთხოება დაცვა
კობახიძე გაძლიერება საქართველო ეკონომიკა უსაფრთხოება დაცვა
კობახიძე: გავაძლიეროთ საქართველო ეკონომიკურად, დავიცვათ მისი უსაფრთხოება
00:03 07.03.2022 (განახლებულია: 00:04 07.03.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო კონფლიქტში ჩართოს
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო კონფლიქტში ჩართოს.
„დღესავით ნათელია, რომ მათ არ უხარიათ ქვეყნის სიკეთე და ეს ორმაგი სტანდარტები და არათანმიმდევრულობა სწორედ ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციონერების მისწრაფებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გეგმებს.
„რა თქმა უნდა, დასუსტებული და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება“.
ამ კვირაში საქართველომ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. საქართველო ამ განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.