https://sputnik-georgia.com/20220309/opoziciam-qartuli-ocnebis-winaagmdeg-sainpormacio-omi-gaachaga-265100214.html
ოპოზიციამ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საინფორმაციო ომი გააჩაღა
ოპოზიციამ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საინფორმაციო ომი გააჩაღა
Sputnik საქართველო
მდინარაძის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ ოპოზიციური მასმედია და პარტიული აქტივისტები. 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T18:55+0400
2022-03-09T18:55+0400
2022-03-09T23:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_3da47c8d42f2f1d2e8b749e86fab2494.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიცია უკრაინის თემის მანიპულირებით ხელოვნურ აჟიოტაჟს და პანიკას ქმნის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს მთავრობის პოზიციამ – არ შეერთებოდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ ოპოზიციური მასმედია და პარტიული აქტივისტები, რომლებიც ხელოვნურ აჟიოტაჟს და პანიკას ქმნიან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ამისთვის სპეციალური ლობისტები დაიქირავა.მდინარაძემ მაგალითად მოიყვანა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან და პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი.რამდენად მასობრივად ხდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა?>>>„აჟიოტაჟის გამო ლოკალურად დაფიქსირდა პროდუქტებზე აჟიოტაჟი, რაც ალოგიკურია, რადგანაც დეფიციტზე საუბარი არც მიდის“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ, პირიქით, დეფიციტის შექმნა შეეძლო სანქციებს, რომელთაც ოპოზიცია მოითხოვს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_166:0:1881:1286_1920x0_80_0_0_7f5e9962e9c1d28da02eed8c8c3dc654.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ოპოზიციამ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საინფორმაციო ომი გააჩაღა
18:55 09.03.2022 (განახლებულია: 23:18 09.03.2022) მდინარაძის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ ოპოზიციური მასმედია და პარტიული აქტივისტები.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიცია უკრაინის თემის მანიპულირებით ხელოვნურ აჟიოტაჟს და პანიკას ქმნის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს მთავრობის პოზიციამ – არ შეერთებოდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
„საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომი წამოიწყო. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ქვეყანა სანქციებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ ოპოზიციური მასმედია და პარტიული აქტივისტები, რომლებიც ხელოვნურ აჟიოტაჟს და პანიკას ქმნიან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ამისთვის სპეციალური ლობისტები დაიქირავა.
მდინარაძემ მაგალითად მოიყვანა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან და პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი.
„აჟიოტაჟის გამო ლოკალურად დაფიქსირდა პროდუქტებზე აჟიოტაჟი, რაც ალოგიკურია, რადგანაც დეფიციტზე საუბარი არც მიდის“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ, პირიქით, დეფიციტის შექმნა შეეძლო სანქციებს, რომელთაც ოპოზიცია მოითხოვს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.