რამდენად მასობრივად ხდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა?

© photo: Sputnikთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი


 - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ვითარების გაუარესების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ხდება.
მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ორ კვირაში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი რუსი შემოვიდა. მისი თქმით, ამდენივე რუსი ჩამოდიოდა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე.

„13 დღეში მთლიანობაში 20 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რიცხვი 40 ათასი იყო“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თურქეთიდან საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიის ბევრი მოქალაქე შემოვიდა.
„ეს არიან ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც შეჩერებული ფრენების გამო საზღვარგარეთ ჩარჩნენ და ვეღარ გაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში“, – აღნიშნა გომელაურმა.
რაც შეეხება ე.წ. დივერსანტების ჯგუფების შესაძლო შემოსვლას, მინისტრის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მიმართულებით მუშაობს.
სუსი ქვეყანაში უცხოელების უკონტროლო შემოსვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს>>>
მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს, საზღვარგარეთ მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული გზების მოძიება დაიწყეს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება თურქეთია, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღო.
გომელაურის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის ყველაფერს აკეთებს.
ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადზე, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, საქართველოში რუსული მედიასაშუალებების საქმიანობის აკრძალვას და რუსი ავიაგადამზიდავებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვას.
ყველა ახალი ამბავი
0