სუსი ქვეყანაში უცხოელების უკონტროლო შემოსვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეზინფორმაცია უწოდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ მინიმუმანდე იყოს დაყვანილი რისკები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო.
„ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა
უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„საქართველოს სახელმწიფო ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა არ გაზრდილა. ციფრები დაახლოებით იგივეა, რაც იყო იანვარსა და თებერვალში. 24 თებერვლის შემდეგ ქვეყანას 15 ათასამდე რუსეთის მოქალაქე ეწვია, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ამ დროს ოპოზიცია მოითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, საქართველოში რუსული მედიის მუშაობის აკრძალვას და რუსეთის ავიაგადაზიდვებისთვის ცის დახურვას.
წყარო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0