https://sputnik-georgia.com/20220307/tbilissi-ukrainis-mxardamweri-mitingi-antisamtavrobo-gamosvlebsi-gadaizarda-265051411.html
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს
2022-03-07T23:33+0400
2022-03-07T23:33+0400
2022-03-07T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24568/93/245689389_0:79:1598:978_1920x0_80_0_0_4e6ed03606905da499ebcb1a0cf17e6c.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, ბაჩი ვალიშვილი. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის ლაშა ჯოხაძის ინფორმაციით, აქციის ყველა მონაწილე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.თავდაპირველად აქცია უკრაინის მხარდასაჭერად მოეწყო. აქციის ორგანიზატორი – სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ და აქციაზე მოსული მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, საქართველოში რუსული მედიის მუშაობის აკრძალვას და რუსული ავიაკომპანიებისთვის ცის დახურვას მოითხოვდნენ.მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან უკრაინის დიდი დროშა გაშალეს და მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ.მოგვიანებით აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. საბაბი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ „წადი“.სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს და ტუალეტის ქაღალდები ესროლეს – დაიწყო დაკავებები. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24568/93/245689389_95:0:1504:1057_1920x0_80_0_0_7a25a1101724dd6ad419001c6a9ffff9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი უკრაინა მიტინგი გამოსვლებში გადაიზარდა
თბილისი უკრაინა მიტინგი გამოსვლებში გადაიზარდა
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა
23:33 07.03.2022 (განახლებულია: 23:42 07.03.2022) აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, ბაჩი ვალიშვილი. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის ლაშა ჯოხაძის ინფორმაციით, აქციის ყველა მონაწილე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
„ყველაფერს თავისი წესი აქვს. გვესროლეს ტუალეტის ქაღალდები, პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა“, – განაცხადა ჯოხაძემ.
თავდაპირველად აქცია უკრაინის მხარდასაჭერად მოეწყო. აქციის ორგანიზატორი – სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ და აქციაზე მოსული მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, საქართველოში რუსული მედიის მუშაობის აკრძალვას და რუსული ავიაკომპანიებისთვის ცის დახურვას მოითხოვდნენ.
მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან უკრაინის დიდი დროშა გაშალეს და მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ.
მოგვიანებით აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. საბაბი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ „წადი“.
სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს და ტუალეტის ქაღალდები ესროლეს – დაიწყო დაკავებები. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.