ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ პეტიციას პარლამენტში განიხილავენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ხელოვნების მუზეუმის შენობიდან ექსპონატების გატანა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომლის ირგვლივ სკანდალი 2021 წლის ზაფხულში გაღვივდა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრობის საკითხთა კომიტეტი განიხილავს მოქალაქეების პეტიციას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმიდან ექსპონატების გატანის საკითხის შესასწავლად ჯგუფის შექმნის შესახებ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2021 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შენობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების პერიოდში მუზეუმიდან ექსპონატები სხვადასხვა ადგილზე გადანაწილდება.

პეტიციაში, რომელსაც ხელი 675-მა მოქალაქემ მოაწერა, მოითხოვენ, რომ მუზეუმის ექსპონატების შენახვის და კოლექციების გადანაწილების საკითხი პარლამენტის ჯგუფმა შეისწავლოს, ასევე მოითხოვოს შენობის რემონტის კონკრეტული გეგმა და კოლექციების შენახვის გეგმა.
კულტურის სამინისტრომ თავდაპირველად გამოაცხადა, რომ შეუძლებელია შენობის აღდგენა და აუცილებელია ორივე ფლიგელის აღება, რადგან აღდგენითი სამუშაოები „არარენტაბელურია“. ამიტომ მუზეუმისთვის ახალ შენობას შეარჩევენ.
სად და როდის გაიტანენ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებს? ლოკაცია შერჩეულია>>
საზოგადოების აღშფოთების შემდეგ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შენობას არ დაანგრევენ და აღადგენენ ძველი იერსახის შენარჩუნებით.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული, რომელიც 1835 წელს არის აგებული.
მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის – თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0