სად და როდის გაიტანენ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებს? ლოკაცია შერჩეულია

© photo: Sputnikხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
რაც შეეხება უნიკალური კოლექციის ტრანსპორტირების თარიღს, იგი ჯერ უცნობია.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა ჯერ არ განხორციელებულა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ მუზეუმის ადმინისტრაციაში.
2021 წლის აგვისტოში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მუზეუმის შენობის სარესტავრაციო–აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით მუზეუმში არსებული ექსპონატები რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება.
რაც შეეხება ექსპონატების გადატანის თარიღს, იგი ჯერ უცნობია, თუმცა ახალი ადგილი უკვე განისაზღვრა. როგორც კი ექსპონატების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ყველაფერი მზად იქნება, მათ ხელოვნების მუზეუმის სხვა კორპუსებში გადაიტანენ, აღნიშნეს მუზეუმში.
„როდესაც ექსპონატების გადატანა დაიწყება, მათ ჩვენი მუზეუმის B და C კორპუსებში მოათავსებენ. ვიდრე იქ სამუზეუმო ექსპონატები განთავსდება, ამ კორპუსებში უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები, ამიტომაც ტრანსპორტირების ზუსტი თარიღი უცნობია“, – განაცხადეს მუზეუმში.
ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება
თავიდან კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის აღდგენა შეუძლებელია და ორივე ფლიგელი უნდა დაინგრეს. მაშინ მინისტრმა თეა წულუკიანმა აღდგენით სამუშაოებს „არარენტაბელური“ უწოდა და განაცხადა, რომ მუზეუმისთვის ახალ შენობას შეარჩევენ. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ თეა წულუკიანმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შენობას არ დაანგრევენ და აღადგენენ ძველი იერსახის შენარჩუნებით.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, სადაც მოითხოვეს ეფექტური საპარლამენტო კონტროლისა და სარესტავრაციო სამუშაოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული, რომელიც 1835 წელს არის აგებული.
მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის – თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0