https://sputnik-georgia.com/20220309/azarasvili-turq-kolegas-sexvda-265085323.html
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი თურქული საწარმოების მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T13:34+0400
2022-03-09T13:34+0400
2022-03-09T19:50+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263178056_0:290:3124:2047_1920x0_80_0_0_65f75500087a26e4694c9f1cd6502dba.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგას ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.აზარაშვილი თურქეთში ვიზიტით იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა, მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა.ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი წამყვან თურქულ საწარმოებს დაათვალიერებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ასევე ფარმაცევტული საწარმოების ასოციაციისგან თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები უკვე იყიდება>>საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. მარტის დასაწყისში აფთიაქებში უკვე გამოჩნდა თურქეთიდან შემოტანილი 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება.ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263178056_0:236:2415:2047_1920x0_80_0_0_0153c58b4e4de4f202bb88e7cd99c829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
13:34 09.03.2022 (განახლებულია: 19:50 09.03.2022) ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი თურქული საწარმოების მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგას ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აზარაშვილი თურქეთში ვიზიტით იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა, მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა.
„მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი წამყვან თურქულ საწარმოებს დაათვალიერებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ასევე ფარმაცევტული საწარმოების ასოციაციისგან თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. მარტის დასაწყისში აფთიაქებში უკვე გამოჩნდა თურქეთიდან შემოტანილი 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.