https://sputnik-georgia.com/20220303/medikamentebi-turqetidan-ukve-iyideba-264943642.html
თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები უკვე იყიდება
თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები უკვე იყიდება
Sputnik საქართველო
თურქეთიდან საქართველოში უკვე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა. ეს ძირითადად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებია და ამ მედიკამენტების ფასები თითქმის განახევრებულია.
2022-03-03T16:57+0400
2022-03-03T16:57+0400
2022-03-03T22:35+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450601_0:11:1921:1091_1920x0_80_0_0_b3fd41bd9e5e1a0eb49d3b94bbe2705b.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ძირითადად შემოვიდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები და ამ მედიკამენტების ფასები თითქმის განახევრებულია. რამდენიმე ქსელურ აფთიაქში აღნიშნული პრეპარატები უკვე იყიდება.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მომავალი კვირისთვის მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება. ამ მიზნით ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტიც.ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
https://sputnik-georgia.com/20220112/saqartvelos-farmacevtuli-bazari-263546099.html
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450601_103:0:1810:1280_1920x0_80_0_0_36926751e439dcafaa48fbdd7db8abc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მედიკამენტები თურქეთი საქართველო
მედიკამენტები თურქეთი საქართველო
თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები უკვე იყიდება
16:57 03.03.2022 (განახლებულია: 22:35 03.03.2022) ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების სია კიდევ უფრო გაიზრდება.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ძირითადად შემოვიდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები და ამ მედიკამენტების ფასები თითქმის განახევრებულია. რამდენიმე ქსელურ აფთიაქში აღნიშნული პრეპარატები უკვე იყიდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მომავალი კვირისთვის მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება. ამ მიზნით ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტიც.
„ბაზარზე უკვე იგრძნობა, რომ კონკრეტულ მედიკამენტებზე გაიაფდა ფასები. ამასთან, თურქეთიდან იმპორტის ნაწილში ახალი ქსელები ემატება. მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მედიკამენტების ბაზა, რომელიც თურქეთიდან შემოდის, გაიზრდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.
მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.
GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.