https://sputnik-georgia.com/20220308/estonetis-premierma-rusetis-izolacia-moitxova-265071606.html
ესტონეთის პრემიერმა რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან იზოლაცია მოითხოვა
ესტონეთის პრემიერმა რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან იზოლაცია მოითხოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს თავისუფალი სამყაროსგან, განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა... 08.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-08T17:37+0400
2022-03-08T17:37+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
ესტონეთი
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179554_0:0:1695:953_1920x0_80_0_0_1c1dcfb49684b88551d9e4b91b6186da.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს თავისუფალი სამყაროსგან, განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა პრესკონფერეციაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.ტალინში შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.პრემიერ კალასს მიაჩნია, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის SWIFT-დან გათიშვა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ „საჭიროა, რომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე და საზღვაო პორტებიც დაიხუროს“.ესტონეთის პრემიერის თქმით, ახლა ევროკავშირში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კიდევ ერთი პაკეტი მუშავდება, ხოლო რაც შეეხება ემბარგოს დაწესებას რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე, ეს ევროპის ქვეყნებზე სხვადასხვა ხარისხით აისახება.მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს, ასწევს რა ერთი ბარელი ნავთობის ფასს 300 დოლარზე ზემოთ. ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მუშაობა და ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ იღებს – მიუხედავად იმისა, რომ „ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთი განცხადებებითა და ბრალდებებით რუსეთს ამისკენ უბიძგებენ“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
https://sputnik-georgia.com/20220308/novakis-gancxadeba-rusets-seuzlia-evropas-gazi-seuceros-265059092.html
ესტონეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179554_88:0:1595:1130_1920x0_80_0_0_f58939ede5aab003ab94a98c65e79c38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესტონეთი , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ესტონეთი , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს თავისუფალი სამყაროსგან, განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა პრესკონფერეციაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
ტალინში შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
პრემიერ კალასს მიაჩნია, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.
„რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს თავისუფალი სამყაროსგან. ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რელობას და საკუთარი თავდაცვის კუთხით შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ“, — განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის
SWIFT-დან გათიშვა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ „საჭიროა, რომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე და საზღვაო პორტებიც დაიხუროს“.
ესტონეთის პრემიერის თქმით, ახლა ევროკავშირში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კიდევ ერთი პაკეტი მუშავდება, ხოლო რაც შეეხება ემბარგოს დაწესებას რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე, ეს ევროპის ქვეყნებზე სხვადასხვა ხარისხით აისახება.
„ამიტომ ეს მოითხოვს ალტერნატივების ძიებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდებიან ემბარგოს გამო. ამაზე აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ“, — ხაზი გაუსვა კალასმა.
მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს, ასწევს რა ერთი ბარელი ნავთობის ფასს 300 დოლარზე ზემოთ. ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მუშაობა და ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ იღებს – მიუხედავად იმისა, რომ „ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთი განცხადებებითა და ბრალდებებით რუსეთს ამისკენ უბიძგებენ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.