https://sputnik-georgia.com/20220308/novakis-gancxadeba-rusets-seuzlia-evropas-gazi-seuceros-265059092.html
ვიცე-პრემიერი ნოვაკი: რუსეთს შეუძლია ევროპას გაზის იმპორტი შეუჩეროს
ვიცე-პრემიერი ნოვაკი: რუსეთს შეუძლია ევროპას გაზის იმპორტი შეუჩეროს
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. 08.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-08T11:43+0400
2022-03-08T11:43+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
ეკონომიკა
პოლიტიკა
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23111/58/231115876_0:0:2952:1661_1920x0_80_0_0_255d8e794a2a0d86aa4361dbd21fd54c.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.მისი თქმით, რუსეთი ევროპაში ნავთობის უდიდესი იმპორტიორია და იმ შემთხვევაში, თუ ევროპა რუსულ ნავთობზე უარს იტყვის, ამას „ფასების წარმოუდგენელი ზრდა“ მოჰყვება — ერთ ბარელზე 300 დოლარს გადააჭარბებს.„რუსეთი ევროპაში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია. ევროპა დაახლოებით 500 მილიონ ტონა ნავთობს მოიხმარს, საიდანაც დაახლოებით 150 მილიონ ტონას (ანუ 30%-ს) რუსეთიდან იღებს. ამას პლუს კიდევ 80 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი“, — აღნიშნა ნოვაკმა.როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მოსკოვის „უსაფუძვლო დადანაშაულება ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის შეზღუდვების დაწესება რუსეთს სარკისებრი ზომების მიღების უფლებას ანიჭებს“.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზადაა ევროპის უარისთვის და იცის, საით გადაამისამართებს იმპორტს.ოშაბათს გაზზე ფიუჩერსების ფასმა ევროპაში რეკორდულ 3.892 დოლარს მიაღწია ათას კუბომეტრზე, რაც 79%-ით მეტია პარასკევის ფასებზე. თუმცა ვაჭრობის დასრულებისთვის კოტირებებმა 1.300 დოლარზე მეტით დაიკლო.რაც შეეხება ნავთობს, მსოფლიო ფასები ერთ ბარელზე კვლავ 120 დოლარზე მეტია. ორშაბათის საღამოს მდგომარეობით, მაისის ფიუჩერსებით Brent-ის ერთი ბარელი 122,8 დოლარი ღირდა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23111/58/231115876_110:0:2841:2048_1920x0_80_0_0_82895cea3a304ae45fd03b9593f6cc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
მისი თქმით, რუსეთი ევროპაში ნავთობის უდიდესი იმპორტიორია და იმ შემთხვევაში, თუ ევროპა რუსულ ნავთობზე უარს იტყვის, ამას „ფასების წარმოუდგენელი ზრდა“ მოჰყვება — ერთ ბარელზე 300 დოლარს გადააჭარბებს.
„რუსეთი ევროპაში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია. ევროპა დაახლოებით 500 მილიონ ტონა ნავთობს მოიხმარს, საიდანაც დაახლოებით 150 მილიონ ტონას (ანუ 30%-ს) რუსეთიდან იღებს. ამას პლუს კიდევ 80 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი“, — აღნიშნა ნოვაკმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მოსკოვის „უსაფუძვლო დადანაშაულება ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის შეზღუდვების დაწესება რუსეთს სარკისებრი ზომების მიღების უფლებას ანიჭებს“.
„ჩვენ გვაქვს სრული უფლება, მივიღოთ სარკისებრი გადაწყვეტილება და ემბარგო დავადოთ გაზის იმპორტს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გავლით, რომელიც დღეისათვის მაქსიმალურ დონეზე, 100%-ით არის დატვირთული. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ამით ვერავინ მოიგებს. თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთი განცხადებებითა და ბრალდებებით რუსეთს ამისკენ უბიძგებენ“, — განაცხადა ნოვაკმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზადაა ევროპის უარისთვის და იცის, საით გადაამისამართებს იმპორტს.
ოშაბათს გაზზე ფიუჩერსების ფასმა ევროპაში რეკორდულ 3.892 დოლარს მიაღწია ათას კუბომეტრზე, რაც 79%-ით მეტია პარასკევის ფასებზე. თუმცა ვაჭრობის დასრულებისთვის კოტირებებმა 1.300 დოლარზე მეტით დაიკლო.
რაც შეეხება ნავთობს, მსოფლიო ფასები ერთ ბარელზე კვლავ 120 დოლარზე მეტია. ორშაბათის საღამოს მდგომარეობით, მაისის ფიუჩერსებით Brent-ის ერთი ბარელი 122,8 დოლარი ღირდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.