მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

© photo: Sputnikბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
საერთაშორისო სისტემებმა Visa და Mastercard რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ კვირას განაცხადეს.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. Visa-სა და MasterCard-ის შემდეგ რუსეთიდან American Express-იც გადის, იუწყება CNN.
კომპანიის გადაწყვეტილებით, მთელ მსოფლიოში გამოშვებული American Express-ის ბარათები რუსეთში აღარ იმუშავებს. ამასთან მოქალაქეები რუსეთში გაცემულ ბარათებს ვერ გამოიყენებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
კომპანიის განცხადებით, American Express-ი წყვეტს ბიზნეს-ოპერაციებს აგრეთვე ბელარუსში.
6 მარტს საერთაშორისო სისტემებმა Visa და Mastercard რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით რუსულმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ ეს ბარათები გააგრძელებენ მუშაობას იქ, სადაც მიიღება რუსული საგადახდო სისტემა Mir-ის ბარათი. ეს ქვეყნებია თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიეტნამი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
VISA და MasterCard-ის ბარათები - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
Visa და Mastercard-ის რუსული ბარათები საქართველოში აღარ იმუშავებს
გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებენ VISA და Mastercard-ის ბარათები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია გაცემული. ეს ეხება ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, უამრავმა მსოფლიო ბრენდმა უკვე დატოვა რუსეთის ბაზარი.
ყველა ახალი ამბავი
0