https://sputnik-georgia.com/20220306/visa-da-mastercard-is-rusuli-baratebi-saqartvelosi-arar-imusavebs-265017529.html
Visa და Mastercard-ის რუსული ბარათები საქართველოში აღარ იმუშავებს
Visa და Mastercard-ის რუსული ბარათები საქართველოში აღარ იმუშავებს
Sputnik საქართველო
რუსეთში გაცემული Visa და Mastercard-ის ბარათებიდან თანხის განაღდება შეუძლებელია
2022-03-06T18:45+0400
2022-03-06T18:45+0400
2022-03-06T18:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23083/18/230831821_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_acb1382bb4a4fb73d3300eedd7331aec.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსეთში გაცემული Visa და Mastercard-ის ბარათები ამიერიდან საქართველოში აღარ მოქმედებს - მათი საშუალებით შეუძლებელია თანხის განაღდება ან მომსახურების ან საქონლის შეძენა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოს საბანკო ასოციაციაზე დაყრდნობით.კვირას საერთაშორისო სისტემებმა Visa და Mastercard-მა რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით რუსულმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ ეს ბარათები გააგრძელებენ მუშაობას იქ, სადაც მიიღება რუსული საგადახდო სისტემა Mir-ის ბარათი - ეს ქვეყნებია თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიეტნამი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებენ VISA და Mastercard-ის ბარათები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია გაცემული. ეს ეხება ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.წყარო - ტელეკომპანია „იმედი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23083/18/230831821_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_e11ef80ae656be7655e7c8cbbd39fb23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
visa mastercard რუსეთი ბარათები საქართველო
visa mastercard რუსეთი ბარათები საქართველო
Visa და Mastercard-ის რუსული ბარათები საქართველოში აღარ იმუშავებს
18:45 06.03.2022 (განახლებულია: 18:46 06.03.2022) რუსეთში გაცემული Visa და Mastercard-ის ბარათებიდან თანხის განაღდება შეუძლებელია
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსეთში გაცემული Visa და Mastercard-ის ბარათები ამიერიდან საქართველოში აღარ მოქმედებს - მათი საშუალებით შეუძლებელია თანხის განაღდება ან მომსახურების ან საქონლის შეძენა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოს საბანკო ასოციაციაზე დაყრდნობით.
კვირას საერთაშორისო სისტემებმა Visa და Mastercard-მა რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით რუსულმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ ეს ბარათები გააგრძელებენ მუშაობას იქ, სადაც მიიღება რუსული საგადახდო სისტემა Mir-ის ბარათი - ეს ქვეყნებია თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიეტნამი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
„დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და POS-ტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებენ VISA და Mastercard-ის ბარათები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია გაცემული. ეს ეხება ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.