https://sputnik-georgia.com/20220306/bavsvta-ganvitrebis-terapiebi-265012771.html
თერაპიები ბავშვებისთვის: იცოდეთ, ვინ ვინ არის და რას გვთავაზობს
თერაპიები ბავშვებისთვის: იცოდეთ, ვინ ვინ არის და რას გვთავაზობს
Sputnik საქართველო
დღეს ხშირად გვხვდება ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო ცენტრების, საბავშვო ბაღების, საკვირაო სკოლების, სივრცეების და ჯგუფების რეკლამები. 06.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-06T14:11+0400
2022-03-06T14:11+0400
2022-03-06T14:16+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/04/239300440_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_14c9542c344623001008da8a837c2362.jpg
ისინი სხვადასხვა აქტივობებს გვთავაზობენ ჩვენი ბავშვების სხვადასხვა უნარ-ჩვევების, ქცევისა და ემოციების მართვის ჩამოყალიბებისთვის. ხშირ შემთხვევაში გვპირდებიან, რომ განვითარების შეფერხების, ემოციებისა და ქცევის პრობლემების მქონე ბავშვებთან სხვადასხვა სპეციალისტები იმუშავებენ — ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.მოდით, ვნახოთ, ვინ ვინ არის ათგან, რა რას ნიშნავს, რა კითხვები უნდა დავსვათ, რა უნდა დავაზუსტოთ და რას უნდა ველოდეთ?ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ხელმძღვანელთან, ბავშვთა ცნობილ ფსიქოლოგ ნინო ოქროსაშვილთან კონსულტაციის შემდგომ, მოკლედ გიზიარებთ ბავშვთა განვითარებაში ჩართული თერაპიების ძირითად მიზნებსა და მნიშვნელობას:ქცევის თერაპია — არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან. მისი ტექნიკა განსაკუთრებით შეესაბამება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა თავის ტვინის მოქმედებას; ქცევის თერაპია ხელს უწყობს, როგორც კოგნიტური უნარების (აზროვნება, აღქმა, წარმოსახვა და სხვა), ასევე ყოველდღიური საქმიანობებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, გამომწვევი ქცევის ჩანაცვლებას სოციალურად მისაღები ქცევით;მეტყველების თერაპია (კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია) — ასწორებს და აღადგენს დაქვეითებულ სამეტყველო უნარებს. თერაპევტი მუშაობს 18 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან, რომელთაც აქვთ სირთულეები შემდეგი მიმართულებით: კომუნიკაცია, მეტყველება, ენა, შემეცნება, კვება და ყლაპვა, სმენა;ხელოვნების თერაპია (არტ თერაპია) — აერთიანებს ორ მიმართულებას - ფსიქოლოგია და ხელოვნება. არტთერაპია ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს განავითარონ წარმოსახვის, ფანტაზიის უნარ-ჩვევები, შესძლონ რომ გააცნონ საკუთარი სამყარო გარშემომყოფებს. ეს კი დაეხმარება ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში; არტთერაპევტი იყენებს სხვადასხვა საშუალებებსა და ტექნიკას (ხატვა, ხაზვა, ძერწვა, დრამატული ხელოვნება, ფოტოგრაფია და ა.შ.)მუსიკათერაპია — გამოიყენება მუსიკა, სიმღერა, ინსტრუმენტები და სხვადასხვა მოძრაობები ადამიანის სოციალურ, კომუნიკაციურ, სამეტყველო, აკადემიურ და ქცევით უნარებზე სამუშაოდ. გარდა ამისა, მუსიკათერაპია ამაღლებს განწყობას და დადებით ემოციურ მდგომარეობას, მატებს თავდაჯერებას, ხელს უწყობს თვითგამოხატვის უნარს. მუსიკათერაპია თავისუფლად შეიძლება მოერგოს ნებისმიერი მონაცემისა და დიაგნოზის პირს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, თუ ემოციური განვითარების ნებისმიერ ეტაპზე;ბიბლიოთერაპია — ემყარება სპეციალური ლიტერატურული მასალის გამოყენებას ბავშვის სხვადასხვა პირადი პრობლემების გადასაჭრელად. კითხვის მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები (მოთხრობა, ზღაპარი, ლექსი, პიესა და ა.შ.)იმიგოთერაპია — მისი საფუძველია თეატრალიზაცია. ბავშვს შეუძლია შეასრულოს როლი დამოუკიდებლად ან სხვადასხვა სათამაშოების დახმარებით;თამაშით თერაპია — ამგვარ თერაპიულ პროცესში თერაპევტისა და ბავშვების მხრიდან ხდება ერთობლივად დადგენილი წესების დაცვა, დასწავლილი უნარების ერთმანეთთან გამოყენება, გენერალიზება. თამაშით თერაპია ხელს უწყობს ფანტაზიის, წარმოსახვის და ისეთი უნარების განვითარებასა და გამყარებას, როგორიც არის: რიგის დაცვა, საკუთარი ნივთების დათმობა და ერთმანეთისათვის გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვის თანამშრომლური უნარების განვითარებას;ემოციების მართვის თერაპია — ხელს უწყობს ბავშვებში თვითცნობიერებისა და თვითრეგულაციის უნარების, სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ემოციების მართვის თერაპია ქმნის საფუძველს ემოციური ინტელექტის განვითარებისათვის;აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია — ამ დროს სპეციალური მასწავლებელი მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ დასწავლის, ქცევისა და ემოციური დარღვევების ფართო სპექტრი. ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;აქვათერაპია — გულისხმობს მკურნალობასა და ვარჯიშებს, რომელიც ტარდება წყალში. ეს თერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების, აუტიზმის სპექტრის და სხვა დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის;ოკუპაციური თერაპია — ემსახურება მოტორულ, სენსორულ თუ ფუნქციურ უნარ-ჩვევებში გარკვეული სირთულეების მქონე ბავშვის საჭიროების დადგენას, შემდგომ კი მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით ბავშვზე და მის ოჯახზე მორგებული პროცესების დაგეგმვასა და წარმართვას;რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და როდის უნდა მიმართოს ოკუპაციურ თერაპევტს?სენსორული ინტეგრაციის დარღვევის დროს ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს სირთულეები ერთ ან რამდენიმე მგრძნობელობაში, ზედმეტად რეაგირებდეს, ან ქონდეს დაგვიანებული რეაქციები. მაგალითად:რა თქმა უნდა, თუ ბავშვს აქვს ზოგიერთი ზემო აღნიშნული ქცევა, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ მას აქვს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, მაგრამ მშობელი უნდა იყოს დაკვირვებით და ქცევითი სირთულეების გაღრმავების ან გახანგრძლივების დროს მიმართოს სპეცილისტს კონსულტაციისთვის.რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ თერაპიებს, მათი უდიდესი ნაწილი ძალიან ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. აქვთ მომხიბვლელი და მოდური სახელწოდებები, თუმცა, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფოს მხრიდან ვერ კონტროლდება მათი მომსახურების ხარისხი და სტანდარტი. შესაბამისად, სანამ მშობელი ამა თუ იმ მომსახურებაში ბავშვის ჩართვასა და შესაბამისად, თანხის გადახდას გადაწყვეტს, სჯობს კარგად მოიძიოს ინფორმაცია არა მარტო ორგანიზაციის შესახებ, არამედ იქ დასაქმებული თერაპევტების განათლების, სამუშაო გამოცდილების, ბავშვთან დაკავშირებული გეგმებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებაც.
https://sputnik-georgia.com/20220302/rogor-moviqcet-tu-pataras-rame-ar-szinavs-264917534.html
https://sputnik-georgia.com/20220225/rodis-unda-mimartos-bavsvma-ortopeds-264792061.html
https://sputnik-georgia.com/20220215/dagegmili-bednieri-bavsvoba-msoblebis-secdomebi-264453718.html
https://sputnik-georgia.com/20220212/264377322.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/04/239300440_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_968d10292dd628a6b77d8838062a66f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
თერაპიები ბავშვებისთვის: იცოდეთ, ვინ ვინ არის და რას გვთავაზობს
14:11 06.03.2022 (განახლებულია: 14:16 06.03.2022) დღეს ხშირად გვხვდება ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო ცენტრების, საბავშვო ბაღების, საკვირაო სკოლების, სივრცეების და ჯგუფების რეკლამები.
ისინი სხვადასხვა აქტივობებს გვთავაზობენ ჩვენი ბავშვების სხვადასხვა უნარ-ჩვევების, ქცევისა და ემოციების მართვის ჩამოყალიბებისთვის. ხშირ შემთხვევაში გვპირდებიან, რომ განვითარების შეფერხების, ემოციებისა და ქცევის პრობლემების მქონე ბავშვებთან სხვადასხვა სპეციალისტები იმუშავებენ — ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
მოდით, ვნახოთ, ვინ ვინ არის ათგან, რა რას ნიშნავს, რა კითხვები უნდა დავსვათ, რა უნდა დავაზუსტოთ და რას უნდა ველოდეთ?
ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ხელმძღვანელთან, ბავშვთა ცნობილ ფსიქოლოგ ნინო ოქროსაშვილთან კონსულტაციის შემდგომ, მოკლედ გიზიარებთ ბავშვთა განვითარებაში ჩართული თერაპიების ძირითად მიზნებსა და მნიშვნელობას:
ქცევის თერაპია — არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან. მისი ტექნიკა განსაკუთრებით შეესაბამება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა თავის ტვინის მოქმედებას; ქცევის თერაპია ხელს უწყობს, როგორც კოგნიტური უნარების (აზროვნება, აღქმა, წარმოსახვა და სხვა), ასევე ყოველდღიური საქმიანობებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, გამომწვევი ქცევის ჩანაცვლებას სოციალურად მისაღები ქცევით;
მეტყველების თერაპია (კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია) — ასწორებს და აღადგენს დაქვეითებულ სამეტყველო უნარებს. თერაპევტი მუშაობს 18 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან, რომელთაც აქვთ სირთულეები შემდეგი მიმართულებით: კომუნიკაცია, მეტყველება, ენა, შემეცნება, კვება და ყლაპვა, სმენა;
ხელოვნების თერაპია (არტ თერაპია) — აერთიანებს ორ მიმართულებას - ფსიქოლოგია და ხელოვნება. არტთერაპია ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს განავითარონ წარმოსახვის, ფანტაზიის უნარ-ჩვევები, შესძლონ რომ გააცნონ საკუთარი სამყარო გარშემომყოფებს. ეს კი დაეხმარება ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში; არტთერაპევტი იყენებს სხვადასხვა საშუალებებსა და ტექნიკას (ხატვა, ხაზვა, ძერწვა, დრამატული ხელოვნება, ფოტოგრაფია და ა.შ.)
მუსიკათერაპია — გამოიყენება მუსიკა, სიმღერა, ინსტრუმენტები და სხვადასხვა მოძრაობები ადამიანის სოციალურ, კომუნიკაციურ, სამეტყველო, აკადემიურ და ქცევით უნარებზე სამუშაოდ. გარდა ამისა, მუსიკათერაპია ამაღლებს განწყობას და დადებით ემოციურ მდგომარეობას, მატებს თავდაჯერებას, ხელს უწყობს თვითგამოხატვის უნარს. მუსიკათერაპია თავისუფლად შეიძლება მოერგოს ნებისმიერი მონაცემისა და დიაგნოზის პირს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, თუ ემოციური განვითარების ნებისმიერ ეტაპზე;
ბიბლიოთერაპია — ემყარება სპეციალური ლიტერატურული მასალის გამოყენებას ბავშვის სხვადასხვა პირადი პრობლემების გადასაჭრელად. კითხვის მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები (მოთხრობა, ზღაპარი, ლექსი, პიესა და ა.შ.)
იმიგოთერაპია — მისი საფუძველია თეატრალიზაცია. ბავშვს შეუძლია შეასრულოს როლი დამოუკიდებლად ან სხვადასხვა სათამაშოების დახმარებით;
თამაშით თერაპია — ამგვარ თერაპიულ პროცესში თერაპევტისა და ბავშვების მხრიდან ხდება ერთობლივად დადგენილი წესების დაცვა, დასწავლილი უნარების ერთმანეთთან გამოყენება, გენერალიზება. თამაშით თერაპია ხელს უწყობს ფანტაზიის, წარმოსახვის და ისეთი უნარების განვითარებასა და გამყარებას, როგორიც არის: რიგის დაცვა, საკუთარი ნივთების დათმობა და ერთმანეთისათვის გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვის თანამშრომლური უნარების განვითარებას;
ემოციების მართვის თერაპია — ხელს უწყობს ბავშვებში თვითცნობიერებისა და თვითრეგულაციის უნარების, სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ემოციების მართვის თერაპია ქმნის საფუძველს ემოციური ინტელექტის განვითარებისათვის;
აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია — ამ დროს სპეციალური მასწავლებელი მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ დასწავლის, ქცევისა და ემოციური დარღვევების ფართო სპექტრი. ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
აქვათერაპია — გულისხმობს მკურნალობასა და ვარჯიშებს, რომელიც ტარდება წყალში. ეს თერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების, აუტიზმის სპექტრის და სხვა დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის;
ოკუპაციური თერაპია — ემსახურება მოტორულ, სენსორულ თუ ფუნქციურ უნარ-ჩვევებში გარკვეული სირთულეების მქონე ბავშვის საჭიროების დადგენას, შემდგომ კი მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით ბავშვზე და მის ოჯახზე მორგებული პროცესების დაგეგმვასა და წარმართვას;
რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და როდის უნდა მიმართოს ოკუპაციურ თერაპევტს?
სენსორული ინტეგრაციის დარღვევის დროს ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს სირთულეები ერთ ან რამდენიმე მგრძნობელობაში, ზედმეტად რეაგირებდეს, ან ქონდეს დაგვიანებული რეაქციები. მაგალითად:
ვიზუალური შეგრძნება - არ რეაგირებს მის მხედველობის არეში მოხვედრილ ახალ საგნებზე; ზედმეტად აღიზიანებს არამკვეთრი განათება ან ოთახში შემოსული მზის შუქი;
აუდიალური შეგრძნება - არ რეაგირებს მაღალ და მოულოდნელ ხმებზე; არ რეაგირებს სახელზე; ხშირად სათამაშოს ან საგანს ურტყამს ერთმანეთზე და ა.შ;
ტაქტილური შეგრძნება - ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვერ გრძნობს ტკივილს; ყველაფერს და ყველას ეხება ან პირიქით ნეგატიურად რეაგირებს ოდნავ შეხებაზეც კი. უყვარს ტრიალი, რწევა/ქანაობა, თავდაყირა ყოფნა და ა.შ;
პროპრიოცეპტული შეგრძნება - მოსწონს ვარდნა, განზრახ ეცემა, თავს ურტყამს; ძლიერ ისვრის ბურთს, უხეშად თამაშობს; არ იღლება, გამუდმებით ცქმუტავს ან პირიქით ადვილად იღლება, მოდუნებულია და ა.შ;
გემოს შეგრძნება - ჭამს არასაკვებ ნივთებს; პირში იდებს დიდი ზომის ლუკმებს; ხშირად თითებს იდებს პირში; ჭამს მხოლოდ ერთგვაროვანი ფაქტურის საკვებს; და ა.შ;
ყნოსვის შეგრძნება - ვერ გრძნობს მკვეთრ სუნს; ან ხშირად ყნოსავს ხალხს, საგნებს, ნივთებს; საკვების მიღებას განსაზღვრავს სუნის მიხედვით და ა.შ;
რა თქმა უნდა, თუ ბავშვს აქვს ზოგიერთი ზემო აღნიშნული ქცევა, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ მას აქვს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, მაგრამ მშობელი უნდა იყოს დაკვირვებით და ქცევითი სირთულეების გაღრმავების ან გახანგრძლივების დროს მიმართოს სპეცილისტს კონსულტაციისთვის.
რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ თერაპიებს, მათი უდიდესი ნაწილი ძალიან ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. აქვთ მომხიბვლელი და მოდური სახელწოდებები, თუმცა, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფოს მხრიდან ვერ კონტროლდება მათი მომსახურების ხარისხი და სტანდარტი.
შესაბამისად, სანამ მშობელი ამა თუ იმ მომსახურებაში ბავშვის ჩართვასა და შესაბამისად, თანხის გადახდას გადაწყვეტს, სჯობს კარგად მოიძიოს ინფორმაცია არა მარტო ორგანიზაციის შესახებ, არამედ იქ დასაქმებული თერაპევტების განათლების, სამუშაო გამოცდილების, ბავშვთან დაკავშირებული გეგმებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებაც.