https://sputnik-georgia.com/20220303/rusetisa-da-ukrainis-delegaciebma-molaparakebebis-meore-raundi-daasrules-264952087.html
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“. 03.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-03T22:21+0400
2022-03-03T22:21+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
ბელარუსი
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264866975_0:142:3071:1869_1920x0_80_0_0_9e36e226d888dc33b23c82e68395e035.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის თქმით, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებებზე პუნქტების ნაწილში ურთიერთგაგებას მიაღწიეს. გარდა ამისა, მთავარი საკითხი, რომელიც დღეს გადაწყდა – ადამიანების, სამოქალაქო პირების გადარჩენაა.როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკრაინის მხარემ ვერ მიიღო ის შედეგები, რისი იმედიც ჰქონდა, მაგრამ გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია.მოლაპარაკებები 17:50 საათზე დაიწყო. მოლაპარაკებების დაწყებამდე მონაწილეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ორშაბათს გომელის ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.წყარო - Sputnik-ბელარუსი.
უკრაინა
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264866975_16:0:2747:2048_1920x0_80_0_0_1cacbbd5ef29b25ced8e40b62faa379a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი უკრაინა დელეგაციები მოლაპარაკებები მეორე რაუნდი დასრულება
რუსეთი უკრაინა დელეგაციები მოლაპარაკებები მეორე რაუნდი დასრულება
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის თქმით, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებებზე პუნქტების ნაწილში ურთიერთგაგებას მიაღწიეს. გარდა ამისა, მთავარი საკითხი, რომელიც დღეს გადაწყდა – ადამიანების, სამოქალაქო პირების გადარჩენაა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკრაინის მხარემ ვერ მიიღო ის შედეგები, რისი იმედიც ჰქონდა, მაგრამ გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია.
„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგები, რისი იმედიც გვქონდა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია: საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან ძალიან ბევრი ქალაქია ახლა ალყაში, იქ დრამატული ვითარებაა კვების პროდუქტების, მედიკამენტების კუთხით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მოლაპარაკებები 17:50 საათზე დაიწყო. მოლაპარაკებების დაწყებამდე მონაწილეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ორშაბათს გომელის ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.