https://sputnik-georgia.com/20220303/estonetsi-borjomze-sanqciebi-dawesda-264947291.html
მინერალურ წყალ „ბორჯომზე“ ესტონეთში სანქციები ამოქმედდა
მინერალურ წყალ „ბორჯომზე“ ესტონეთში სანქციები ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ესტონეთში ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ რუსული წარმოების წყლად აღიარეს და მამიტომ ის სანქციების ქვეშ მოხვდა
2022-03-03T19:19+0400
2022-03-03T19:19+0400
2023-07-20T15:54+0400
ესტონეთი
საქართველო
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23477/90/234779021_0:185:3041:1896_1920x0_80_0_0_4dbf39bc0c64b368c0b6a90e2d44a2db.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ რუსული წარმოების წყლად აღიარეს და მაღაზიებიდან გამოაქვთ, იუწყება პორტალი Delfi.IDS Borjomi Georgia შედის IDS Borjomi International-ის შემადგენლობაში, რომელიც 2011 წლიდან რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп) ეკუთვნის.სავაჭრო ქსელის Maxima Eesti მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ტიინა შაპელმა Delfi-ს განუცხადა, რომ ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოება რუსულ კომპანია „ალფა-ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ევროპულ სანქციებში მოყვა.დიდი სავაჭრო ქსელი Rimi-ს წარმომადგენელმა კატრინ ბატსმა განაცხადა, რომ „ბორჯომის“ შესახებ მიღებული მონაცემები მართალი აღმოჩნდა და Rimi ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. „ცხადია, რომ საწარმოსთან, რომლის მიმართ სანქციები ამოქმედდა, არ ვითანამშრომლებთ, „ბორჯომის“ შესყიდვა კი უკვე შეჩერდა“, – განუცხადა Delfi-ს ბატსმა.საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).გასულ უქმეებზე დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ინიცირება მოახდინეს. კერძოდ, ამერიკელ ინვესტორებს აეკრძალათ ახალი ობლიგაციების შეძენა და ასევე სხვადასხვა ბანკის აქციების ყიდვა.
https://sputnik-georgia.com/20210816/borjomi-CineTSi-daregistrirda-252591212.html
ესტონეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23477/90/234779021_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_606d193717c20df68d7b7f90acffca24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბორჯომი წყალი წსტონეთი სანქციები
ბორჯომი წყალი წსტონეთი სანქციები
მინერალურ წყალ „ბორჯომზე“ ესტონეთში სანქციები ამოქმედდა
19:19 03.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ესტონეთში მიიჩნიეს, რომ „ბორჯომი“ რუსული წყალია, ამიტომ ის მაღაზიებიდან გააქვთ.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ რუსული წარმოების წყლად აღიარეს და მაღაზიებიდან გამოაქვთ, იუწყება პორტალი Delfi.
IDS Borjomi Georgia შედის IDS Borjomi International-ის შემადგენლობაში, რომელიც 2011 წლიდან რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп) ეკუთვნის.
სავაჭრო ქსელის Maxima Eesti მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ტიინა შაპელმა Delfi-ს განუცხადა, რომ ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოება რუსულ კომპანია „ალფა-ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ევროპულ სანქციებში მოყვა.
„ამიტომ Maxima-მ გადაწყვიტა თავისი ყველა, 83 მაღაზიიდან ამოიღოს წყალი Borjomi. ეს პროცესი სამშაბათს, საღამოს დასრულდა“, – განუცხადა შაპელმა Delfi-ს
დიდი სავაჭრო ქსელი Rimi-ს წარმომადგენელმა კატრინ ბატსმა განაცხადა, რომ „ბორჯომის“ შესახებ მიღებული მონაცემები მართალი აღმოჩნდა და Rimi ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. „ცხადია, რომ საწარმოსთან, რომლის მიმართ სანქციები ამოქმედდა, არ ვითანამშრომლებთ, „ბორჯომის“ შესყიდვა კი უკვე შეჩერდა“, – განუცხადა Delfi-ს ბატსმა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
გასულ უქმეებზე დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ინიცირება მოახდინეს. კერძოდ, ამერიკელ ინვესტორებს აეკრძალათ ახალი ობლიგაციების შეძენა და ასევე სხვადასხვა ბანკის აქციების ყიდვა.