„ბორჯომი" ჩინეთში დარეგისტრირდა

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკში„ბორჯომი"
„ბორჯომი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
„საქპატენტმა" ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების უწყებაში საჩივარი შეიტანა, რადგან ცნობილი გახდა, რომ სავაჭრო ნიშანი „ბორჯომი" ჩინურმა კომპანიამ დაარეგისტრირა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა" ჩინეთში „ბორჯომი" დაარეგისტრირა როგორც ქართული მარკა, ნათქვამია ცენტრის განცხადებაში
„ამიერიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობის გარეშე ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომის“ გამოყენება აიკრძალება", – ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
საქართველო და ჩინეთი წარმატებით ვაჭრობენ: როგორ გაიზარდა ბრუნვა ქვეყნებს შორის
„საქპატენტის" მონაცემებით, ასეთი გადაწყვეტილება ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების უწყებამ მიიღო.
„საქპატენტმა" საჩივარი ამ უწყებაში მას შემდეგ შეიტანა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასაქონლო ნიშანი „ბორჯომი" ჩინურმა კომპანიამ დაარეგისტრირა.
უწყებამ დავა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა, გააუქმა ჩინური კომპანიის რეგისტრაცია და უფლება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა.
სამკურნალო მინერალურ წყალ „ბორჯომს" საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია.
ყველა ახალი ამბავი
0