საქართველო და ჩინეთი წარმატებით ვაჭრობენ: როგორ გაიზარდა ბრუნვა ქვეყნებს შორის

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,4% -ით გაიზარდა და 109,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 2021 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და გაუტოლდა 292,6 მლნ აშშ დოლარს - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 10,5%-ს, იუწყება „საქსტატი“.

ჩინეთი არის საქართველოს მესამე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით ჩინეთი ჩამოუვარდება თურქეთსა და რუსეთს, ხოლო ექსპორტში 2021 წლის იანვარ-მარტის პერიოდში ის პირველ ადგილს იკავებს.

პეკინის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2018
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობა დაიწყეს

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გავიდა 50,7 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 2,9 ათას ტონაზე მეტი ძვირფასი ლითონის მადნები, 19,3 ტონა ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში და ვეტერინარიაში, 654,2 ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 822,7 ტონა დაუმუშავებელი ალუმინი და ა.შ.

ჩინეთიდან იმპორტირებულია 4,6 ათას ტონაზე მეტი საბურღი მანქანა და მექანიზმი, დაახლოებით 3,2 ათასი ტონა საბურავი, დაახლოებით 7,1 ათასი ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, 35,7 ტონა გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, დაახლოებით 3,7 ათასი ტონა პოლიაცეტალები, სხვა მარტივი პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები პირველადი ფორმებით.

გასულ წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან შეადგინა დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,4%-ს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5% -ით გაიზარდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0