სოციალურად დაუცველები დასაქმდებიან: რას ითვალისწინებს პროგრამა

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
სოციალურად დაუცველ პირებს დასაქმების შემთხვევაში ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
დღეისათვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია. ზოგი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგანაც მათ სახელმწიფო დახმარების დაკარგვის ეშინიათ.
პროგრამის ფარგლებში საუბარია საზოგადოებრივ სამუშაოებზე. წლის განმავლობაში იგეგმება 100 ათასამდე ადამიანის დასაქმება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმება: მთავრობა რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სოციალურად დაუცველ პირებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში გამოადგებათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 19,5%-ს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0