https://sputnik-georgia.com/20220301/premieri-madloba-mxardaweristvis-azartuli-tamasebi-264887363.html
მადლობა მხარდაჭერისთვის – პრემიერი აზარტულ თამაშებთან ბრძოლის შესახებ
მადლობა მხარდაჭერისთვის – პრემიერი აზარტულ თამაშებთან ბრძოლის შესახებ
Sputnik საქართველო
პრემიერმა ღარიბაშვილმა მოსახლეობასა და პარლამენტის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა აზარტული თამაშების გამკაცრებაში მისი ინიციატივის მხარდაჭერისთვის
2022-03-01T17:39+0400
2022-03-01T17:39+0400
2022-03-01T21:51+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441166_415:72:1287:562_1920x0_80_0_0_14430a64ddad9fcd49a5e34d5fdf55c9.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობასა და პარლამენტის დეპუტატებს ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით მისი ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველოში 1 მარტიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, ასევე ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თამაშდამოკიდებულ პირებს აზარტული თამაშების ქართულ სისტემებში თამაშის უფლება ეკრძალებათ.პრემიერის თქმით, ონლაინ-კაზინოები მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ბევრი ადამიანი – არასრულწლოვნები, ახალგაზრდები, სოციალურად დაუცველი პირები – ონლაინ-თამაშებზე იყო დამოკიდებული. ონლაინ-კაზინოებში ყოველწლიურად მოსახლეობის ფული – 1,5 მილიარდი იხარჯებოდა.„აზარტული თამაშების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 25 წლამდე პირები, სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ისინი, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.„ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება“, – აღნიშნა პრემიერმა.არანაირი აზარტული თამაშები: საქართველოში სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა>>ტოტალიზატორებისა და ონლაინ-კაზინოების ოპერატორებს შეუძლიათ დაბლოკონ იმ მოთამაშეთა ანგარიშები და აკაუნტები, რომელთაც ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ამასთან, ოპერატორები ვალდებული იქნებიან მოთამაშეები წინასწარ გააფრთხილონ და მათ დაბლოკვის მიზეზი განუმარტონ.ასევე იკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებ-გვერდებზე.რეკლამა ნებადართული იქნება მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე სპონსორობის ხელშეკრულების პირობებით.ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441166_500:79:1218:618_1920x0_80_0_0_a91af82e6c0d09207744cef1fd641b4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერი მადლობა მოსახლეობა პარლამენტი
პრემიერი მადლობა მოსახლეობა პარლამენტი
მადლობა მხარდაჭერისთვის – პრემიერი აზარტულ თამაშებთან ბრძოლის შესახებ
17:39 01.03.2022 (განახლებულია: 21:51 01.03.2022) ონლაინ-კაზინოები მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობასა და პარლამენტის დეპუტატებს ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით მისი ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში 1 მარტიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, ასევე ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თამაშდამოკიდებულ პირებს აზარტული თამაშების ქართულ სისტემებში თამაშის უფლება ეკრძალებათ.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ონლაინ-კაზინოები მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ბევრი ადამიანი – არასრულწლოვნები, ახალგაზრდები, სოციალურად დაუცველი პირები – ონლაინ-თამაშებზე იყო დამოკიდებული. ონლაინ-კაზინოებში ყოველწლიურად მოსახლეობის ფული – 1,5 მილიარდი იხარჯებოდა.
„აზარტული თამაშების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 25 წლამდე პირები, სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ისინი, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
„ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება“, – აღნიშნა პრემიერმა.
ტოტალიზატორებისა და ონლაინ-კაზინოების ოპერატორებს შეუძლიათ დაბლოკონ იმ მოთამაშეთა ანგარიშები და აკაუნტები, რომელთაც ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ამასთან, ოპერატორები ვალდებული იქნებიან მოთამაშეები წინასწარ გააფრთხილონ და მათ დაბლოკვის მიზეზი განუმარტონ.
ასევე იკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებ-გვერდებზე.
რეკლამა ნებადართული იქნება მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე სპონსორობის ხელშეკრულების პირობებით.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.