არანაირი აზარტული თამაშები: საქართველოში სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით აქამდე გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი იზრდება.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში 1 მარტიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, ასევე ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თამაშდამოკიდებულ პირებს აზარტული თამაშების ქართულ სისტემებში თამაშის უფლება ეკრძალებათ.
აზარტული თამაშებისა და ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის 22 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.
რვა კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას და სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა მხარი 2021წლის 22 დეკემბერს დაუჭირა.
აზარტული თამაშების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, დღეიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 25 წლამდე პირები, სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ისინი, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციები გამკაცრდა – კანონი დაამტკიცეს
ასევე ტოტალიზატორებისა და ონლაინ-კაზინოების ოპერატორებს დღეიდან შეუძლიათ დაბლოკონ იმ მოთამაშეთა ანგარიშები და აკაუნტები, რომელთაც ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ამასთან, ოპერატორები ვალდებული იქნებიან მოთამაშეები წინასწარ გააფრთხილონ და მათ დაბლოკვის მიზეზი განუმარტონ.
ჯამში აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს ეზღუდება.
დღეიდან ასევე იკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებ-გვერდებზე. რეკლამა ნებადართული იქნება მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე სპონსორობის ხელშეკრულების პირობებით.
რაც შეეხება საგადასახადო ცვლილებებს, სექტორის დასაბეგრი ბაზა 65–70%-ით 2022 წლის 1 იანვრიდან უკვე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
ყველა ახალი ამბავი
0