https://sputnik-georgia.com/20220228/saqartvelodan-ukrainashi-100-tona-humanitaruli-tvirti-gaigzavna-264835162.html
საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
Sputnik საქართველო
საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა პოლონეთის ქალაქ ლუბლინის გავლით მიიღებს.
2022-02-28T10:41+0400
2022-02-28T10:41+0400
2022-02-28T19:27+0400
საქართველო
უკრაინა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24005/83/240058309_0:53:2000:1178_1920x0_80_0_0_abfc4652ef8a95081578f0c95649b610.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგითაც ეხმარება – გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გამოყონ.21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. წყარო: საქართველოს მთავრობა
https://sputnik-georgia.com/20220227/patriarqis-kurtxevit-ukrainis-moqalaqeebistvis-humanitaruli-daxmarebis-sefroveba-daiwyo-264823850.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24005/83/240058309_180:0:1821:1231_1920x0_80_0_0_ceefecf629c4a1f2bb430e8bf2c4b64d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უკრაინა საქართველოს მთავრობა ჰუმანიტარული ტვირთი
საქართველო უკრაინა საქართველოს მთავრობა ჰუმანიტარული ტვირთი
საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
10:41 28.02.2022 (განახლებულია: 19:27 28.02.2022) საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა პოლონეთის ქალაქ ლუბლინის გავლით მიიღებს.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგითაც ეხმარება – გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.
26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.
საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გამოყონ.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.