https://sputnik-georgia.com/20220228/belarussi-rusetisa-da-ukrainis-molaparakebis-mesame-raundi-daiwyo-264860344.html
ბელარუსში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დაიწყო
ბელარუსში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დაიწყო
Sputnik საქართველო
მოლაპარაკებისას, რომელიც ოთხ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ორჯერ შეისვენეს.
2022-02-28T19:52+0400
2022-02-28T19:52+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ბელარუსი
რუსეთი
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264854850_0:111:3442:2047_1920x0_80_0_0_05e07fcb7c84c84f5dc9104762f646d1.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გომელის ოლქში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, განუცხადა РИА Новости-ს წყარომ დიპლომატიურ წრეებში.მან დააზუსტა, რომ მოლაპარაკებისას, რომელიც ოთხ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ორჯერ შეისვენეს.მოლაპარაკება ჯერ კიდევ გუშინ უნდა გამართულიყო. რუსეთის დელეგაცია პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით გომელში ჩავიდა – სწორედ ეს ქალაქი შეირჩა მოლაპარაკების ადგილად. მაგრამ მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევისთვის ბელარუსი არ არის მისაღები და მოლაპარაკება რომელიმე სხვა ქვეყანაში უნდა გაიმართოს.მოგვიანებით, ზელენსკისთან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სატელეფონო ზარის შემდეგ მოხერხდა შეხვედრაზე შეთანხმება – ის მიმდინარეობს უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე, გომელის ოლქში, ალექსანდროვკა-ვილჩის გამშვებ პუნქტზე.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
უკრაინა
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264854850_554:0:3283:2047_1920x0_80_0_0_6922d2b2d236c95cd55d8999cc5df640.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბელარუსი რუსეთი უკრაინა მოლაპარაკება მესამე რაუნდი
ბელარუსი რუსეთი უკრაინა მოლაპარაკება მესამე რაუნდი
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გომელის ოლქში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, განუცხადა РИА Новости-ს წყარომ დიპლომატიურ წრეებში.
„ეს წუთია შევიდნენ, დაიწყო მოლაპარაკების მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, ეს ფინალური იქნება“, – უთხრა სააგენტოს წყარომ.
მან დააზუსტა, რომ მოლაპარაკებისას, რომელიც ოთხ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ორჯერ შეისვენეს.
მოლაპარაკება ჯერ კიდევ გუშინ უნდა გამართულიყო. რუსეთის დელეგაცია პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით გომელში ჩავიდა – სწორედ ეს ქალაქი შეირჩა მოლაპარაკების ადგილად. მაგრამ მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევისთვის ბელარუსი არ არის მისაღები და მოლაპარაკება რომელიმე სხვა ქვეყანაში უნდა გაიმართოს.
მოგვიანებით, ზელენსკისთან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სატელეფონო ზარის შემდეგ მოხერხდა შეხვედრაზე შეთანხმება – ის მიმდინარეობს უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე, გომელის ოლქში, ალექსანდროვკა-ვილჩის გამშვებ პუნქტზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.