ბელარუსში მიმდინარე უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებაზე შესვენება გამოცხადდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajevრუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსში
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსში - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
ორშაბათს დაწყებული მოლაპარაკება სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ბელარუსში მიმდინარე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებებზე ახლა შესვენებაა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ წყაროზე დაყრდნობით.
ორშაბათს დაწყებული მოლაპარაკება სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მოლაპარაკება ჯერ კიდევ გუშინ უნდა გამართულიყო. რუსეთის დელეგაცია პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით გომელში ჩავიდა – სწორედ ეს ქალაქი შეირჩა მოლაპარაკების ადგილად. მაგრამ მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევისთვის ბელარუსი არ არის მისაღები და მოლაპარაკება რომელიმე სხვა ქვეყანაში უნდა გაიმართოს.
მოგვიანებით, ზელენსკისთან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სატელეფონო ზარის შემდეგ მოხერხდა შეხვედრაზე შეთანხმება – ის მიმდინარეობს უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე, გომელის ოლქში, ალექსანდროვკა-ვილჩის გამშვებ პუნქტზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0