მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ადგილი ალექსანდროვკა-ვილჩას გამშვები პუნქტი იქნება
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. რუსულმა მხარემ უარყო ინფორმაცია რუსეთსა და უკრაინას შორის ბელარუსში მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
„მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მხარეები მხოლოდ ადგილზე მიდიან“, - განუცხადეს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რამდენიმე წუთის წინ უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო UNIAN-მა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელ ფიოდორ ვენისლავსკიზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გომელში შეხვედრა დაიწყო.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ადგილი ალექსანდროვკა-ვილჩას გამშვები პუნქტი იქნება, იუწყება Sputnik-ბელარუსი.
„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ადგილია ალექსანდროვკა-ვილჩა. უახლოესი ბელარუსული ქალაქია ნაროვლია", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გომელის ოლქში მოლაპარაკებაზე დათანხმდა, იქ რუსული დელეგაცია გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის.
წყარო - Sputnik-ბელარუსი.
ყველა ახალი ამბავი
0