ბელარუსში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Aleksander Kryazhevრეფერენდუმი ბელარუსში
რეფერენდუმი ბელარუსში - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა, ისინი 20:00 საათამდე იმუშავებენ, შედეგები კი სავარაუდოდ ღამით გამოცხადდება
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ბელარუსში კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმი დაიწყო, იუწყება Sputnik-ბელარუსი.
რეფერენდუმის თითოეული მონაწილე ბიულეტენში იხილავს მხოლოდ ერთ კითხვას: „ეთანხმებით თუ არა ცვლილებებსა და დამატებებს ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციაში?" რეფერენდუმის მონაწილეებმა უნდა მონიშნონ ერთ-ერთი პასუხი: „მომხრე“ ან „წინააღმდეგი“.
ვადამდელი კენჭისყრა 22 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. მთლიანობაში, ბელარუსში 5510 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, რეფერენდუმის მონაწილეთა სიებში 6.818.948 ადამიანია შეყვანილი.
ბელარუსის ცესკოს მონაცემებით, ოთხი დღის განმავლობაში რეფერენდუმში ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სიებში შეყვანილი მოქალაქეების საერთო რაოდენობის 34,28%-მა.
ბელარუსის განახლებული კონსტიტუციის პროექტი, კერძოდ, ითვალისწინებს, რომ ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნას პრეზიდენტის პოსტზე არა უმეტეს ორი ვადით. ცვლილებების შესაბამისად, კონსტიტუციაში შესაძლოა გაჩნდეს თავი სრულიად ბელარუსის სახალხო კრების შესახებ, რომელიც გახდება სახალხო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ბელარუსში, დაამტკიცებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს, სამხედრო დოქტრინას და კონცეფციას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ.
პროექტი ითვალისწინებს სრულიად ბელარუსის სახალხო კრების მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას კონსტიტუციის სისტემატური ან უხეში დარღვევის, სახელმწიფო ღალატის ან სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
წყარო - Sputnik-ბელარუსი.
ყველა ახალი ამბავი
0